-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ფსიქოლოგი პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
ვიკე-ფრეიბერგა ვაირა (Vīķe-Freiberga Vaira, 01. XII. 1937, რიგა), ქართულ-ლატვიური ურთიერთობების განმტკიცების, სამეცნ.-კულტ. კონტაქტების დამყარების, თსუ-ისა და ლატვიის უნ-ტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.09.2005).
ვ. ვ. ცხოვრობდა კანადაში (1954). იგი ფლობს ლატვიურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებს. ვ. ვ.-მ 1958 წელს დაასრულა ტორონტოს უნ-ტი ინგლ. ენის ფილოლოგის ბაკალავრის ხარისხით (1958), მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის სტატუსი (1960), შემდეგ კი მაკგილის უნ-ტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი ექსპერ. ფსიქოლოგიის დარგში (1965).
ვ. ვ. აღმზრდელობით საქმიანობას ეწეოდა - ლატვიელ ემიგრანტებს აცნობდა ეროვნულ ფოლკლორს (1957). იგი მონრეალის უნ-ტის ფსიქოლოგიის პროფესორი იყო (1965-1998). იკვლევდა წამლის ზეგავლენას მეხსიერების, ენისა და აზროვნების პრეცესებზე. მეცნიერის ინტერესის სფეროებია: ფსიქოფარმაკოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, სამეცნ. თეორია.
ვ. ვ. იყო კანადის მეცნ. აკადემიის ფრანგ. ენის განყ-ბის პრეზიდენტი (1965-1998). იგი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ლატვიის ინს-ტის დირექტორად დაინიშნა (1998, ოქტ.).
ვ. ვ.-მა ორჯერ გაიმარჯვა ლატვიის საპრეზიდენტო არჩევნებში (17.06.1999, 20.06.2003). ჟურნ. „Forbes-ის“ გამოკითხვით, იგი მსოფლიო ზეგავლენის მქონე ქალთა ასეულში შევიდა (2005, 2006). მისი პრეზიდენტობისას ლატვია გაერთიანდა ნატოსა და ევროკავშირში (2004).