ვეშაპიძე შოთა ალექსის ძე
ვეშაპიძე შოთა ალექსის ძე

ვეშაპიძე შოთა ალექსის ძე (20. IX. 1954, სოფ. კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია (1977); აქვე დაამთავრა ასპირანტურა, პოლიტ. ეკონომიის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ რეალური შემოსავალი და მისი ფორმირება“ (1984), ხოლო შემდეგ სადოქტორო დისერტაცია-თემაზე: „ილია ჭავჭავაძის ეკონომიკური კვლევის მეთოდოლოგია და თანამედროვეობის აქტუალური პრობლემები“ და მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი (2000), შემდეგ კი პროფესორი (2002). ვ. შ. მუშაობდა თბილ. სამრეწვ.-ეკონომ. ტექნიკუმში მასწავლებლად; "ტექინფორმის" ეკონ. განათლების სექტორის გამგედ (1977-1984); საქ. კპ ცენტრ. კომიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის უნ-ტის დეკანი (1987–1991), თბილ. სოციალ.-ეკონომ. ინ-ტის (2007-დან ევროპის უნ-ტი) კათედრის გამგე, პრორექტორი, შემდეგ რექტორი (1992-2010); თსუ-ის საერთაშ. ბიზნესისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის პროფესორი (2001–2011); საქართვ. ტექნ. უნ-ტის პროფესორი (2007) და ეკონ. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. პარალელურად კონკურსის წესით იკავებდა დ. აღმაშენებლის სახ. საქართვ. ეროვნ. თავდაცვის აკადემიის პროფესორის აკად. თანამდებობას (2011-2018); არის ასოცირებული პროფესორი (2018-დან); იგი ჟურნალების – „ახალი ეკონომისტი,“ „ბიზნეს ინჟინერინგი“ სარედაქციო კოლეგიის წევრია, ასევე სამეცნ. ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია. ვ. შ.-ს მომზადებული და გამოცემული აქვს ელექტრონული სალექციო კურსები და რიდერები, გამოაქვეყნა 8 მონოგრაფია, მათ შორის 2 საზღვარგარეთ.; არის სხვადასხვა საერთაშ. და ადგილობრივი სამეცნ. კონფერენციების მონაწილე. მისი კვლევის სფეროა: ქართ. ეკონ. აზრის ისტორია, გლობალიზაცია, საერთაშ. ეკონომიკა, მსოფლიო ეკონ. პრობლემები.

თხზ.: ვეშაპიძე, შ. (2001). ეკონომიკის აქტუალური საკითხები: (სამეცნიერო ნაშრომთა კრებული): გამოშვება 18.  თბ.:უნ-ტის გამ-ბა; ვეშაპიძე, შ. (თანაავტორი). (2008). საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები: (დამხმ. სახელმძღვანელო):(მე-2 გადამუშ. გამოც.). თბ., ISBN 9789941003042; ვეშაპიძე, შ. (თანაავტორი). (2008). მსოფლიო ეკონომიკა. თბ., ვერჟე; ვეშაპიძე, შ. (2018). კაცობრიული ღირებულებები ეკონომიკური ხედვით. თბ., Smarty, ISBN 9789941801815; ვეშაპიძე, შ. (თანაავტორი). (2022).  The Modern Economy and Values. Cambridge Scholars Publishing,ISBN: 9781527589155; ვეშაპიძე, შ. (2025). საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივა: მონოგრფია. თბ., Smarty, ISBN 9789941875298.

ლიტ.: ვეშპიძე შოთა ალექსის ძე. ქართული: ენციკლოპედოა: ტ. 3. თბ., 2014, გვ. 263.