-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ვეშაპიძე გიორგი ზაალის ძე (29.VIII.1977, საჩხერე), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1997) და ამავე უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის მაგისრატურა (1999). სწავლობდა ტოკიოს მეტროპოლიტან უნ-ტის დოქტორანტურაში ექსპერ. ფიზ. ქიმიის მიმართულებით (2000-2003) და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მრავალჯერად დამუხტული ბენზოლის, დაჯახებით გამოწვეული დისოციაციის პოზიციურად მგრძნობიარე ფრენის დროითი შესწავლა“ (2004). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ატომურ-მოლეკულური პროცესების სპექტროსკოპიის ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად (2004-2005). მუშაობდა მკვლევრად კანზასის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტზე ჯ. რ. მაკდონალდის სახ. ატომურ-მოლეკულურ-ოპტიკური ფიზიკის ლაბორატორიაში (პროფ. ბ. დეპაოლას ჯგუფი, 2005-2008); მუშაობდა იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნ. ეროვნულ ინ-ტში, კერძოდ მოლეკულურ მეცნ. ინ-ტში (IMS. პროფ. კენჯი ოჰმორის ჯგუფი, 2008-2011); ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ილიას სახელმწ. უნ-ტში (2011-დან): მკვლევარი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2011-2012); ასოცირებული პროფესორი ექსპერ. ფიზიკის მიმართულებით (2012-2020); პროფესორი ექსპერ. ფიზიკის მიმართულებით (2020-დან). დღემდე, ილიას სახელმწ. უნ-ტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ. (ტექნოლოგიების სკოლა. ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკ-ტი, 2020-დან). მისი სამეცნ. ინტერესის სფეროებია: იონურ-მოლეკულური დაჯახებები, ულტრაცივი გაზები, ულტრასწრაფი ლაზერები, ლაზერული სპექტროსკოპია, არაწრფივი ოპტიკა, კოჰერენტული კონტროლი, ზედაპირული პლაზმონები, ელექტრომაგნიტურად აღძრული გამჭვირვალობა, კვანტური კომპიუტერები და კომუნიკაცია, ნანოსატელიტები, ციფრული ჰოლოგრაფია.