-
ავტორი
- კატეგორიები: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი საპატიო დოქტორი
ვერცი ჰარალდ (Harald Harald, 01.IV.1947, ფრიდრიხსჰაფენი, გერმანია) უნ-ტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.01.2015).
ვ. ჰ.-მა დაასრულა ებერჰარდ ლუდვიგის გიმნაზია (1970, აპრ.). პარიზის უნ-ტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (1976), შემდეგ კი ამავე უნ-ტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში (06.07.1978).
ვ. ჰ. ლექციებს კითხულობდა პარიზის უნ-ტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკ-ტზე (1974-1977). მას ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა (1977-1978), შემდეგ კი სამეცნ. კვლევების ეროვნ. ცენტრის თანამშრომელი იყო (1978-1988).
ვ. ჰ.-ს პარიზის უნ-ტში მეორე კლასის სრული პროფესორის სტატუსი ჰქონდა (1988-1994), შემდეგ კი I კლასის სრული პროფესორის სტატუსი მიენიჭა (1994-2015). იგი პარიზის უნ-ტის ემერიტუს პროფესორია (2015).
ვ. ჰ.-ს ეკავა სხვადასხვა აკად. თანამდებობა: ინფორმატიკის განვითარების ეროვნ. სააგენტოს (ADI) ხელმძღვანელი (1981-1983); ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვ. (CNRS & CNET 1981-1983); პარიზის უნ-ტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვ. (1988-2008), მეცნიერების ფაკ-ტის დეკანი (1991-1994), ადმინისტრაციული საბჭოს ვიცეპრეზიდენტი (1994-1998), ტექნოლ. ინოვაციების პროექტის მენეჯერი (1998-2001), სამეცნ. საბჭოს არჩეული წევრი (2006-2012).
ვ. ჰ. მრავალი კვლევისა და ინოვაციის ავტორი, არაერთი სამეცნ. სიმპოზიუმის, კონფერენციისა და სემინარის მონაწილე და მოწვეული მომხსენებელია. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სამეცნ. ნაშრომი, პუბლიკაცია, 6 მონოგრაფია და 50-მდე სამეცნ. მოხსენება.
ვ. ჰ. აქტიურად მუშაობდა აშშ-ის, კანადის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის წამყვან სამეცნ. ლაბორატოერიებში მიწვეული პროფესორის სტატუსით.
ვ. ჰ. მრავალი წელია თანამშრომლობს თსუ-სთან. მისი ინიციატივით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის ხუთ კურსდამთავრებულს პარიზის უნ-ტის დიპლომი გადაეცა (2013-2014), შემდეგ კი უნ-ტის ბაზაზე ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა გაიხსნა (2008), რომელიც საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერაა აკრედიტირებული.