-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი საპატიო დოქტორი
ვენგი ვოლფგანგ (Weng Wolfgang), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნ-ტის სტუდენტებისა და აკად. პერსონალის პედ. და სამეცნ. საქმიანობის ხელშეწყობისათვის ბერლინის ტექნ. უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.05.2016).
ვ. ვ რეგენსბურგისა და ნიურნბერგის უნ-ტებში სწავლობდა ეკონომიკას, გეოგრაფიასა და პედაგოგიკას. იგი უძღვება სემინარებს შემდეგი საკითხების ირგვლივ: „ეკონომიკა და მგრადი სამომხმარებლო განვითარება“, „ეკონომიკის სწავლების ასპექტები“, „ეკონომიკის განვითარება“. იკვლევს შემდეგ საკითხებს: დაზღვევა, ფინანს. განათლება, საჯარო მომსახურება, საქართვ. ეკონ. პოლიტიკა, ინოვაციური სწავლების მეთოდები.
ვ. ვ. მოწვეული პროფესორის სტატუსით ეკონომიკის დარგში ატარებს ლექციებსა და სემინარებს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკ-ტზე (2005). იგი სათავეში უდგას ორგანიზაციას „ეკნომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტი“ (2006).