-
ავტორი
- კატეგორიები: არქიტექტორი კურსდამთავრებული
ველიჯანაშვილი ალექსანდრე (10. VI. 1968, თბილისი). ვ. ა.-მ დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. არქიტ. ფაკ.-ტი არქიტ. სპეციალობით (1993); თსუ-ის სპეცფაკ-ტი - "ბიზნესის უმაღლესი სკოლა", ბიზნეს ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით (1994); იყო თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. არქიტ. ფაკ-ტის ასპირანტი (993-1997). იგი მუშაობდა: საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციაში "საქმედრემპროექტში" - არქიტ. (1985-1989); საწარმოო გაერთიანება "ორიონის"კაპიტალური მშენებლობის განყ-ბის არქიტ. (1989-1994); საპროექტო ჯგუფში საქართვ. დამს. არქიტ. ო. ჯაყელის ხელმძღვ. არქიტ. (1993-1995); იყო კომპანია "Autodesk"-ის და კომპანია "Graphisoft"-ის სერტიფიცირებული ტრენერი და მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართვ. (999-2006); მუშაობდა არქიტ. შპს "optimum"-ში და ახორციელებდა პროექტების მენეჯმენტს, პროექტების ექსპერტიზასა და მშენებლობის ტექ. ზედამხედველობას (2007-2009); მუშაობდა შპს "ოპტიმალ გრუპ"-ის მთ. ინჟ. (2009-2011); შპს "ოპტიმალ გრუპ"-ის თანადამფუძნებელი და ტექნ. დირექტორია (2011); ინსპექტირების ორგანოების საერთაშ. ასოციაცია "GEOC"-ის წევრია (2017); მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, მათ შორის: კინოთეატრ "კარიბჭეს"მუზეუმად რეკონსტრუქცია ქ. მცხეთაში, მთათუშეთის სოფ. დართლოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, თბილ. ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე UEFA-ს სტანდარტით მშენებარე ბუნებრივსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი, სასტუმრო "მარკო პოლო"- დაბა გუდაურში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის"საწვრთნელი ბაზა და სხვა; ვ. ა.-მ განხორციელა საქართვ., მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტებისა და მიმდინარე სამშენებლო პროცესების ინსპექტირება, მათ შორის: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის"პროექტის, თბილ. მეტროს ახ. სადგურების "ვაჟა-ფშაველასი"და "უნივერსიტეტის", კოპიტნარისა და თბილ. აეროპორტების ტექ. სამსახურის შენობების, იუსტიციის სახლების და სხვა; მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2002). იგიავტორია 21 სამეცნ. ნაშრომის, ავტომატიზებული დაპროექტებისა და გეომ. მოდელირების თემატიკაზე; ვ. ა. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟ. სკოლის ასოცირებული პროფესორი და უძღვება შემდეგ სალექციო კურსებს: ელექტრონული სისტემები განათლებასა და მეცნიერებაში, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა II (ArchiCad), სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობები, მშენებლობის ტექ. ზედამხედველობადა შესავალი სპეციალობაში. საქართვ. არქიტ. კავშირის წევრი (1995-).
ლიტ.: ველიჯანაშვილი ალექსანდრე. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია: წიგ. 2. თბ., 2021, გვ. 122-123.