-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ვეკუა თეიმურაზ ვაჟას ძე (23.V.1976, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1997) და მაგისტრატურა თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1999). დაამთავრა ასპირანტურა ჰანოვერის უნ-ტში, თეორ. ფიზიკის ინ-ტში და დაიცვა სადოქტორო დისეტაცია თემაზე "დაბალგანზომილებიანი კვანტური მაგნეტიზმი" (2003). მუშაობდა პოსტდოქტორულ მკვლევარად კვანტური ფაზური მდგომარეობებისა კონდენსირებულ გარემოსა და ამო (ატომური, მოლეკულური და კვანტური ოპტიკის) სისტემებში, ჯერ სტრასბურგში ლ. პასტერის და მერე პარიზის XI უნ-ტებში (200-2009). მუშაობდა ჰანოვერის ლაიბნიცის უნ-ტში W1 პროფესორად და ხელმძღვანელობდა ჯგუფს "ძლიერად კორელირებული მრავალნაწილაკიანი კვანტური სისტემების სიმულაცია ამო სისტემებში" (2009-2016). მუშაობდა ჩიკაგოს და ინდიანას ბლუმინგტონის უნ-ტებში და იკვლევდა დუალობებს ძლიერად კორელირებულ სისტემებში (2016-2019). მუშაობს ბოსტონში მათვერკში, მატლაბის სოფთვეარ კომპანიაში და კურირებს ფიზიკის მიმართულებას (2019-დან). 42 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.