ვეკუა ნიკოლოზ
ვეკუა ნიკოლოზ

ვეკუა ნიკოლოზ (28. VII. 1913, სოფელი ახუთი, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი-11. IV. 1993, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტ. (1946), პროფესორი (1947). საქართვ. მეცნ. აკად. წევრი (1960). საქართვ. მეცნიერების დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1937). მუშაობდა თბილ. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინსტ.-ში (1938). ამავე ინ-ტის დირექტორი (1977-1989). თსუ-ის მექ.-ის კათედრის გამგე (1961-1993). ძირითადი მეცნ. კვლევები ეძღვნება ანალიზურ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, მცირე პარამეტრიან დიფერენციალურ და ინტეგრო-დიფერენციალურ განტოლებებს და მათ გამოყენებებს პოტენციალთა თეორიასა და მათემატიკურ ფიზიკაში. ნ. მუსხელიშვილთან ერთად ამოხსნა არაერთგვაროვანი შეუღლების ამოცანა ზოგიერთი უცნობი უბან-უბან გლუვი ჰოლომორფული ფუნქციისათვის (1943). ნ. ვეკუას მონოგრაფიას „სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები და ზოგიერთი სასაზღვრო ამოცანა“ მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1975). არის 4 მონოგრაფიის, 60-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.

ლიტ.:მახვილაძე, ნოდარ. (2016).  საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები. თბ., ISBN 9789941086571.