ვეკუა ლამარა
ვეკუა ლამარა

ვეკუა ლამარა ილიას ასული (24. IV. 1931, ლენინგრადი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი - 27. IX. 1993. თბილისი). მათემატიკოსი და პედაგოგი. თსუ-ის უფრ. მასწავლებელი.  დაამთავრა: ოქროს მედალზე  თბილ. ქალთა მე-5 სკოლა (1949) და ი. სტალინის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1949-1956) სპეციალობით “მათემატიკა”, სწავლობადა  ლომონსოვის სახ. მოსკოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტზე (1952-1954). იყო საქართვ. პოლიტექნ. ინ-ტის სალექციო ასისტენტი (1956 – 1960), თსუ-ის მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1961-1993), დაჯილდოებულია: თსუ-ის საიუბილეო (1969) და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის, საბჭ. კავშირის უმაღ. საბჭოს გადაწყვეტილებით,  “შრომის ვეტერანი” მედლებით (1988). იყო თსუ-ის ქალთა საბჭოს წვრი (1970-1993) და საერთაშ. საზ-ება “საქართველოს ქალები მშვიდობისათვის”  წევრი.