ვეფხვაძე თეიმურაზ
ვეფხვაძე თეიმურაზ

ვეფხვაძე თეიმურაზ ვალერიანის ძე (01.III.1944, ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1994). დაამთავრა თბილ. 47-ე სკოლა ოქროს მედალზე (1961), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1967) და ასპირანტურა (1970). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1970). უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1978). პროფესორი (1997). საქ. მათ. კავშირის პრეზიდენტი (2000-2005) და სათათბიროს წევრი (2000).  დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013) და თსუ-ის ოქროს მედლით (2014). არის თსუ-ის სამეცნ.-პოპულ. ჟურნ. „მათემატიკა“ მთავარი რედაქტორი (2013). იყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უმცრ.-მეცნ. თანამშრომელი (1970-1975), უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1975-1990), თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ.  კათედრის დოცენტი (1990-1995), ამავე კათედრის გამგე და პროფესორი (1995-2006). ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009), სრული პროფ. და ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე (2009-2018), თსუ-ის მათ. განათლების სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი (2018). იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინ-ტის პროფესორი (1996-2005). მისი ძირითდი შრომები ეხება კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს კვადრატულ ფორმათა ანალიზური თეორიიდან, სტუდენტობის წლებში შეძლო ფრანგი მეცნიერის ჟ. ლიუვილის მიერ დაუმტკიცებლად გამოქვეყნებული ფორმულების დამტკიცება, მეცნიერები 100 წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ დამტკიცების პოვნას. შემდგომში, სადოქტორო დისერტაციაში ზიგელის ცნობილი თეორემა კვადრტულ ფორმათა გვარით საშ.  წარმოდგენის შესახებ განაზოგადა ნებისმიერი ბინარული ფორმების შემთხვევაშიც, მიუხედავად ცნობილი მეცნიერის რამანათჰანის მტკიცებისა, რომ ეს შეუძლებელია მან შეძლო  ეპოვა ელემენტარული მეთოდი, რომ მრავალკლასიანი გვარის ბინარული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის საკითხი დაეყვანა ერთკლასიანი გვარის შემთხვევაზე. იყო ადგილობრივი სამეცნ. გრანტის ერთ-ერთი შემსრულებელი, თემა: „მთელი მოდულური ფორმები და რიცხვთა წარმოდგენა კვადრატული ფორმებით“ (1997-20002). მიღებული აქვს „სოროსის“ ფონდის პრემია სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსზე (2002). გამოქვეყნებული აქვს შრომები მათ. სწავლების მეთოდიკაშიც. ჰყავდა დოქტორანტი როგორც რიცხვთა თეორიაში, ასევე მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში. ვ. ფ. არის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი  I-XII კლასების სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების სერიების (76 წიგნი). ეს სახელმძღვანელოები გრიფირებულია და ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა სკოლაში გამოიყენება.

თხზ.:Vepkhvadze, T. (1965). On certain Liouville formulae (Russian),  Soobsh. Akad.Nauk. Gruzin. SSR. 40, p. 279-286; Vepkhvadze, T. (1982).On a formula of Siegel, Acta Arith., 40. no. 2, p. 125-142; Vepkhvadze, T. (2018). The number of representations of some positive integers by binary forms, Acta Arithmetica, 183.3, p. 377-283 (2018).