-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოტექნოლოგი დოქტორი
ვეფხვაძე სოფიო გიორგის ასული
ვეფხვაძე სოფიო გიორგის ასული (31.VIII.1985, ხარაგაული), ბიოტექნოლოგი. დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2002) და საპატრიარქოს ქართ. უნ-ტის მაგისტრატურა (2009); მუშაობს თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტში (2007-დან). მეცნიერ-თანამშრომელი (2010); ეკოლოგიის დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„კახეთის ტერიტორიაზე კავკასიონის კარსტული წყლების შესწავლა სტაბილური იზოტოპებისა და ჰიდროქიმიური მეთოდებით“ (2020). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი რაიონების მიწისქვეშა წყლის სისტემების ციფრული მოდელირება” (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ., 2015, ტ. 18ა); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო“ (მოამბე = Bulletin, 2023, N 1, ტ. 170).