ვაშაყმაძე თამაზ
ვაშაყმაძე თამაზ

ვაშაყმაძე თამაზ სერგოს ძე (16.IX. 1937, თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (1995), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1987), საქართვ. საინჟ. აკად. აკადემიკოსი (2005). დაიბადა ცნობილი პედაგოგის სერგო ვაშაყმაძის ოჯახში. დაამთავრა: სკოლა ვერცხლის მედალზე (1954), თსუ-ის მექ.-მათ. ფაკ-ტი,  წარჩინებით (1954-1959), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1959-1962). მისმა სადიპლომო ნაშრომმა აიღო I პრემია (1959), ის არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1964), მისი სადოქტორო ნაშრომის წინასწარი დაცვა შედგა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში (1983). მუშაობდა:  ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1962-1968); ის არის თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ განყ-ბის გამგე (1968);  თსუ-ის მექან.-მათ. და  გამოყენებითი. მათ. და კიბერნ. ფაკ-ტების: დოცენტი და სრული პროფესორი, მიწვეული პროფესორი და  ემერიტუს პროფესორი (2008).  დაჯილდოებულია: პრეზიდენტის ბრწყინვალებისა (2012) და ღირსების ორდენებით (2003); ივანე ჯავახიშვილისა (1977) და თსუ-ის ოქროს მედლებით (2009);  საქ. მეცნ. აკად. ი. ვეკუას პრემიით (1993); თურქეთის მათ. საზ-ბის საერთაშ. პრემიით (2016), ვერცხლის ლანგარითურთ, უცხოელი მათემატოკოსი: „მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“. გამოქვეყნებული აქვს 225 სტატია, მათ შორის, 10-მდე წიგნი, მონაწილებდა 190-მდე სამეცნ. ფორუმში, წაკითხული აქვს 140-მდე სექციური და 30-მდე პლენარული მოხსენება. იყო 25-მდე საერთაშ. კონფერენციის და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, არის ოთხი ჟურნ., მათ შორის, „JAFA (მემფისი, აშშ) რედკოლეგიის წევრი. იყო: თსუ-ის შრომების, სერიით „გამოყენებითი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებანი“ მთ. რედ. (1998-2003);  რიგი სამეცნ. მათ შორის, თსუ-ის დიდი საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი.  იყო: სსრკ მეცნ. ტექ. სახ. კომიტეტის გრანტის, N 0. 80. 14. 09. 20 ხელმძღვ.; COBASE-ს ხაზით დელავერის უნ-ტი (აშშ), მიწვეული  პროფესორ-მკვლევარი 6 თვით; ჯონ სოროსის ფონდის ინდივიდ. და გრძელვადიანი გრანტის KZ-200 ჯგუფის ხელმძღვ. იგი არის 15-ზე მეტი დაცული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ. და მეცნიერ-კონსულტანტი.  ხუთ წელზე მეტია ხელმძღვანელობდა 400-მდე მოსწავლეთათვის სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. მისი ძირითადი სამეცნ. შედეგებია: განსაზღვრულ იქნა მაღალი სიზუსტით (მძიმის შემდეგ 1200-ზე მეტი ნიშნადი ციფრით) საუკ-უნის განტოლების კოეფიციენტები და ფესვები; შეიქმნა საშუალედო  დარგი „რიცხვით ანალიზსა“და დიფერენციალურ განტოლებებს“ შორის; წრფივი ოპერატორული განტოლებისათვის შექმნილ იქნა შეშფოთების (პუანკარე-ლიაპუნოვის) თეორიის ალტერნატული კრებადი მეთოდი; თერმო-დრეკადი ანიზოტროპული არაერთგვაროვანი ცვლადი სისქის თხელკედლოვანი სტრუქტურებისათვის შეიქმნა მათემატიკური თეორია. ფოროვანი სტრუქტურებისათვის აგებული მათ. მოდელი აზუსტებს პასკალ-დარსის კანონს; აღმოჩენილ იქნა რელეი-ლემბის ტიპის ტალღური პროცესი სტატიკის შემთხვევაში თხელკედლოვანის სტრუქტურის შუა ზედაპირის გასწვრივ, ფაქტიურად მას აქვს მოცულობითი ტალღური ქცევა; უწყვეტი გარემოსათვის ნიუტონ-ნოლის მექანიკის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი მათემატიკური მოდელი, რომლის საფუძველზე ფორმირებულ იქნა დებულება იმის შესახებ, რომ რომელიმე გარემოსათვის აღმოჩენილი მოვლენა ან პროცესი საერთოა უწყვეტი გარემოს ყველა ფორმისათვის (საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, გვ. 200); გადაჭრილ იქნა ტრუსდელ-სიარლეს პრობლემა ფონ კარმანის განტოლებათა სისტემის ფიზიკური ინტერპრეტაციის შესახებ; განზოგადებული აზრით ტრანსვერსალურად იზოტროპული დრეკადი თხელხელკედლოვანი სტრუქტურებისათვის აგებულ იქნა ორგანზომილებიანი მათემატიკური მოდელი. გავრცელებულ იქნა კომლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია არაწრფივი ამოცანებისათვის, როდესაც იგი შეიცავს მონჟ–ამპერისადა პუასონის ფრჩხილების სახის ოპერატორებსაც; სიგმა-აღრიცხვის საფუძველზე, დამტკიცდა ანიზოტროპული დრეკადობის წრფივი სივრცული თეორიის შესა-ბამისი მახასიათებელი ორადწრფივი ფორმის ნიშან-გასაზღვრულობა (ფრიდრიხსისა და პუანკარეს ტიპის უტოლობები ფიზიკური სიდიდეების ტერმინებში); გამოკვლეულ იქნა განზოგადებულ ფუნქციათა (განაწილებათა) თეორიის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რომლის შექმნის სათავეებთან იდგა ა. რაზმაძე; ნახევრადუსასრულო შუალედში გამოკვლეულ იქნა ი. ვეკუას გარსთა თეორიის იერარქიული მოდელის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები; აგებულ იქნა თხელკედლოვან თერმოდინამიურ (არამარტო დრეკად) სტრუქტურათა შესაბამისი ორგანზომილებიანი (სივრცული ცვლადის მიმართ) მათ. მოდელები.

თხზ.: ვაშაყმაძე, თ. (1964). სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნა. გამოთვლითი მათემატიკისა და მათემატიკური ფიზიკის ჟურნ., ტ.4. N 4, 1964, გვ. 623-637; ვაშაყმაძე, თ. (2009). რიცხვითი ანალიზი: წ. 1: სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941132009; ვაშაყმაძე, თ. (2010).  ანიზოტროპული დრეკადი ფირფიტების თეორია. Boston/London, Springer Dordrecht, ISBN 9789401734790.

ლიტ.: ყიფიანი, გ. (2012). თამაზ ვაშაყმაძე 75 : [ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი წერილები და მოგონებები]. თბ.