-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი
ვაშაყმაძე ივანე (1.IX.1903, სოფ. სუფსა, ოზურგეთის მაზრა – 14.II.1979, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1927). ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956). სწავლობდა ლენინგრადის ისტორიის, ფილოს. და ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურაში (1930–1933). იყო თსუ-ის ფილოსოფიის კათედრის დოცენტი, პროფესორი (1934-დან); ხელმძღვანელობდა თსუ-ის დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმის კათედრას (1957–1974). სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილ. სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტსა და ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინ-ტში. მრავალი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი ისტ. მატერიალიზმისა და ქართ. ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე. დაჯილდოებულია სახელმწ. ორდენებითა და მედლებით. ვ.ი.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ისტ. მატერიალიზმი, სოც. ფილოსოფია და ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მის შრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი საზ-ებრივი ყოფიერებისა და საზ-ებრივი ცნობიერების ურთიერთმიმართება, კლასობრივი ბრძოლისა და რევოლუციის თეორიული ასპექტები, XIX ს. ქართვ. განმანათლებლებისა და რევოლუციონერ-დემოკრატების (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი) ფილოს. შეხედულებები.
თხზ.: ვაშაყმაძე, ი. (1951). საზოგადოებრივი ყოფიერება და საზოგადოებრივი ცნობიერება. თბ., სახელგამი; ვაშაყმაძე, ი. (1954). კლასები და კლასობრივი ბრძოლა. თბ., სახელგამი; ვაშაყმაძე, ი. (1955). საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერების საკითხისათვის. თბ. უნ–ტის გამ–ბა; ვაშაყმაძე, ი. (1959). ნარკვევები ქართველი რევოლუციონერ-დემოკრატების ფილოსოფიური და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების ისტორიიდან. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ–ბა.