-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ვაშაყმაძე გიორგი შოთას ძე (14. I.1956, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978), ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა (1982). ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას: თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1982-19833); აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშ. სამეცნ.-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინ-ტის ლაბორ. გამგე (1984-1987); აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშ. სამეცნ.-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინ-ტის განყ-ბის გამგე (1987-1991); თსუ-ის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1991-1999); საქართვ. ნავთობის საერთაშ. კონსორციუმის სტრატეგიული დაგეგმვისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრ. (1996); სააქციო საზ–ება საქართვ. ნავთობის საერთაშ. კორპორაციის გენ. დირექტორი (1996-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1999-2004); დაასრულა კარიერა საჯარო სექტორში და მოღვაწეობა განაგრძო შპს – Spectrum Consulting -ში (2005). კორპორაციული სტრატეგიის დირექტორის რანგში შეუერთდა საერთაშ. კონსორციუმს, რომლის მიზანია შავი ზღვის გასწვრივ საქართველოდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობა (2006). ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ევრაზიული დერეფნის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავ-რე (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონ. პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (1999).