-
ავტორი
- კატეგორიები: მომღერალი ფიზიკოსი კურსდამთავრებული
ვაშაყმაძე-ვერონეზე დიანა თამაზის ასული (04. XI. 1966, თბილისი-14. V.2011, თბილისი). ქართვ. მომღერალი, დრამ. სოპრანო, თეორეტიკოს-ფიზიკოსი. ვ. დ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ.-ტი (1987) და ჩააბარა ასპირანტურაში. პარალელურად სწავლობდა თბილ. ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1991). მისი პედაგოგები იყვნენ - თენგიზ ჩაჩავა, გულიკო კარიაული და ნოდარ ანდღულაძე. კონსერვ. ასპირანტურაში სწავლის დროს ვ. დ.-მ მოიპოვა ფულბრაიტის სამაგისტრო სტიპენდია და ორი წელი ჯერ ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) სწავლობდა, შემდგ კიოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. მან ასევეგაიარა პროფესიული სწავლების პროგრამა ნიუ-იორკის მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში (1994-1996). ვ. დ.-ს დებიუტი შედგა ნიუ–იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში,„ზღვის მხედრები“. მომღერალმა ტოსკანინის ასოციაციის მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა (1996–1997), და მაესტრო კარლო ბერგონცის ჯუზეპე ვერდის აკადემიაში გააგრძელა სწავლა. ამავე წელს გამართა კონცერტები პარმასა და ბუსეტოში. ვ. დ.-ს მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზუჩენა (ჯუზეპე ვერდის "მაკბეთი", "აიდა", "ტრუბადური"); ტურანდოტი (ჯ. პუჩინის "ტურანდოტი"); იზოლდა (რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა"); სოლო-პარტიები ოპერებში: ვაგნერის „ზიგფრიდი“, როსინის „კონკია“, მასკანის „სოფლის პატიოსნება“და სხვ. იგი წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ საოპერო სცენაზე. მათ შორის: მილანი, ბარსელონა, სანტიაგო, ციურიხი, ლეიპციგი, ბერლინი, პიზა, კალიარი, ვიში, ვენა, ვექსფორდი, თბილ., ვაშინგტონი, ნიუ- იორკი. სამშობლოში ვ. დ.-ს შემოქმედებას სამწუხაროდ ნაკლებად იცნობენ. იგი მხოლოდ ერთხელ წარსდგა ქართვ. მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ჯუზეპე ვერდის ოპერაში "აიდა" (2005). აღსანიშნავია ვ. დ.-ს სამეცნ. მოღვაწეობა. ის ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა მათ. და თეორიულ ფიზ. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. თბილ. გამოიცა მისი ნაშრომი: „Same Problems of Particle Physics According to the Topological Models of Three-dimensional Manifolds“ (2000). მიღებული აქვს 3 პატენტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2009).
ლიტ.: ოიკაშვილი, ზ. ვაშაყმაძე-ვერონეზე დიანა. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014, გვ. 200.