ვაშაყმაძე-ვასილიევა ნონა სერგოს ასული
ვაშაყმაძე-ვასილიევა ნონა სერგოს ასული

ვაშაყმაძე-ვასილიევა ნონა სერგოს ასული (15.IX.1937, ბაქო - 8.VIII.2023, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1960). იმავე წლიდან თეორ. ფიზიკის კათედრის ასპირანტია (ხელმძღვ. პროფ. ნ. პოლიევქტოვ-ნიკოლაძე). მუშაობა დაიწყო ბიოფიზიკის კათედრაზე აკად. მ. ზაალიშვილთან (1964-დან). საქ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,Расчет электрической структуры и стабильных комплексов металл (Ni,Pb.Pt)-пара оснований ДНК, металл (Ca)-(L-треонина)” (1987). გახდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის დოცენტი (1988). მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტის ორგ. ბიოქიმიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (1990-2023). მისი სამეცნ. მოღვაწეობის ნიმუშს წარმოადგენს საარბრიუკენში (გერმანია) გამოქვეყნებული ფართო რეზონანსის მონოგრაფია :,,Молекулярные механизмы биопроцессов’’, (LAMDERT-Acad. Publ. ISBN:9786139902712, 2018). არის მრავალი სამეცნ. სტატიის ავტორი, მათ შორის:,,О динамике механохимических систем живых организмов“ (Труды ТГУ,серия Физич., т. 230, 1987); ,,Dynamic Model of Functioning of Neuroreceptors and Mechanism of Hopping Transfer of Nerve Impulse’’, (The III Congress of Biophysics of Russia, Moscow,1999); ,,Dynamics of Functioning of Neuroreceptors in Chemical Synapces“ (Biophtsics, vol 45, no 4, 2000). იყო საქართვ. საინჟ. აკად. მრჩეველი (2007) და აკადემიკოსი (2019-დან). ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის  ნამდვ. წევრი (აშშ, 1998 -დან). იყო რამდენიმე საავტორო უფლებისა და პატენტის ავტორი.