ვაშაკიძე შოთა ივანეს ძე
ვაშაკიძე შოთა ივანეს ძე

ვაშაკიძე შოთა  ივანეს ძე  (18.IX.1950, თბილ. - 15.IX.2018, აშშ). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი (1972). უნ-ტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (დუბნა, რუსეთის ფედერაცია). მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1975-1992), თეორ. ფიზიკის კათედრაზე (1991-1992), მერილენდის უნ-ტში (აშშ, 1985-1986 და 1988-1989). იყო ფრასკატის ბირთვული ფიზიკის ინ-ტის მიწვეული პროფესორი (იტალია, 1989-1990). ატარებდა სამეცნ. კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნ-ტებში გამოყენებითი მათ. და ფიზიკის მიმართულებით (1993-დან). პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მან ქართვ. ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლისურ-ქართ. ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნ. და მედიცინის საერთაშ. ფორუმი (თსუ, 2004). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1990).