-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი
ვაშაკიძე რუსუდან (25.XII.1965) საერთაშ. პროექტების მენეჯერი, მედიისა და პოლიტ. ურთიერთობების ანალიტიკოსი, ჟურნალისტი და პროდიუსერი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1989), მიენიჭა ჟურნალისტიკის მაგისტრის (MA) აკად. ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომი მიეძღვნა პოლიტ. სატელევიზიო პროგრამების რეფორმირების პროცესს გლასნოსტის ეპოქაში. სწავლობდა საქართვ. უნ-ტში, სოც. მეცნ. სკოლაში, მიიღო საერთაშ. ურთიერთობების მაგისტრის (MA) ხარისხი (ამერ. კვლევები). სამაგისტრო ნაშრომი: „ნატოს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში“(2006–2008); ვ.რ.–მ თსუ-ის პოლიტიკისა და სოც. მეცნ. სკოლაში დაიცვა ჟურნალისტიკის დოქტორის (Ph.D.) აკად. ხარისხი. სადისერტაციო თემა: „პოლიტიკური ჟურნალისტიკის ისტორია: საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა 1917–1918 წლების პრესაში“ (2007–2009). მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწ. დეპარტ-ის IVLP პროგრამაში (სატელევიზიო სამაუწყებლო ჟურნალისტიკა); პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბოიზსა და სან-ფრანცისკოში (2009). პროფესიული საქმიანობა: ვ.რ. არის ასოცირებული პროფესორი, საქართვ. უნ-ტი, სოც. მეცნ. სკოლა (2009-დან). ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვ., თსუ–ის პოლიტიკისა და სოც. მეცნ. სკოლა (2011–2017) მულტიმედია ცენტრის დირექტორი (2012–2017); ჟურნალისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, პოლიტ. თოქშოუები „არჩევანი“ და საინფორმაციო გადაცემა „შაბათის კურიერი“(2007–2017); აღმასრულებელი პროდიუსერი, მკვლევარი და ანალიტიკოსი, საქართვ. საზ. მაუწყებელი, პირველი არხი, გადაცემა „ვახო სანაიას რეპორტაჟები“ (2010–2012); პროგრამის მენეჯერი, საქართვ. საზ. რადიო, რადიოპროექტი „ინტეგრაცია“ (ნატოს საკითხებზე), პროექტის მენეჯერი, აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟურნალისტი, ტელეტოქშოუ „ევროპული არჩევანი“, საზ. მაუწყებელი (2011–2012). დირექტორი, ნატოს საინფორმაციო ცენტრი (2008) უფრ. პროდიუსერი, ტელეკომპანია „იმედი“, პოლიტ. ტოქშოუები: „რეაქცია“, „პირველები“, „ღია ეთერი“ (2005–2007) პრესისა და საზ. ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტრო(2004–2005) პოლიტ. ანალიტიკოსი, ონლაინ-ჟურნ. „კვალი“, (2004–2005) ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი, საქართვ. სახელმწ. ტელერადიოკომპანია, ახალი ამბების დეპარტ., (1998–2004 ) პრესისა და საზ. ურთიერთობების სამსახურის უფრ., ურბანიზაციის სამინისტრო(1997–1998), ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვ., დამოუკიდებელი ტელე/რადიოკომპანია „ხმა საქართველოსი“, (1996–1998), პოლიტ. ანალიტიკოსი, დამოუკიდებელი გაზ. „იბერია სპექტრი“,(1992–1995) ჟურნალისტი, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერვიზია“(1992), სპეციალისტი, პოლიტიკურ მეცნ. ინ-ტი(1991–1992) უფრ. კორესპონდენტი, საქართვ. სახელმწ. ტელერადიოკომიტეტი, ახალი ამბების დეპარტ. (1990–1991). ვ.რ. არის ფინანს. წარმომადგენელი National Financial Network-ში (Guardian Life Insurance Company, ნიუ-იორკი, აშშ, 2021). ეწევა პოსტდოქტორანტულ სამეცნ.-კვლ. საქმიანობას თემაზე: ინფორმაციული ქაოსი (Information Disorder) და ჰიბრიდული ომის გავლენა უსაფრთხოების ლანდშაფტზე. ვ.რ.–ს მიერ განხორციელებული პროექტები: ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ტელე-რუბრიკები (2017–2019); სტუდენტური მულტიმედია ცენტრის შექმნა თსუ-ში (აშშ-ის საელჩოს გრანტი, 2012–2017); რადიოპროექტი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, საქ. პირველი რადიო (2016–2017 ), ტელე-რუბრიკები ნატოს საკითხებზე – „May NATO Be Here“, NATO Public Diplomacy Division (2016 ).
თხზ.:ვაშაკიძე, რ. (2004). გაზეთი „საქართველო“ 1917-1918 წწ. და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა; ვაშაკიძე, რ. (2005). გაზეთი „სახალხო საქმე“ 1917-1918წწ. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; ვაშაკიძე, რ. (2005). გაზეთი „ალიონი“ 1917-1918წწ. პოლიტიკური ავტონომიიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე; ვაშაკიძე, რ. (2006). ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. თბ. (განახლ. გამოც. – 2009); ვაშაკიძე, რ. (2009). ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ შავი ზღვის ქვეყნების მიმართ; ვაშაკიძე, რ. (2009). ნატოს ღია კარის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. თბ.; ვაშაკიძე, რ. (2012). საქართველოს გზა დასავლეთისკენ და რუსული ბარიერი. Atlantic Community. ვაშაკიძე, რ. (2016). მედიის მდგომარეობა საქართველოში და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები (საქართველოს მაგალითი). IJAS, ჰარვარდის უნ-ტი, ბოსტონი; ვაშაკიძე, რ. (2017). საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა 1917–1918 წლების პრესაში. IJAS, პარიზი,. ვაშაკიძე, რ. (2017). მედიის მდგომარეობა საქართველოში და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები. Scholars’ Press,; ვაშაკიძე, რ. (2018). საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა 1917–1918 წლების პრესაში. Scholars’ Press; ვაშაკიძე, რ. (2020). ინფორმაციული ომი, ფეიკ-ნიუსი და საქართველოს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. International Journal of Arts & Sciences (IJAS), ჰარვარდის უნ-ტი, ბოსტონი;