-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი ლიტერატურათმცოდნე კურსდამთავრებული
ვასაძე აკაკი (კაკული) გიორგის ძე (27. VII. 1939, თბილისი-01.XI.1998, თბილისი), ქართვ. მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1981). ვ. ა-მ დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1962). იგი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1967). მან პირველი მოთხრობა „გარსია“ გამოაქვეყნა ჟურნ. „მნათობში“ (1962), პირველი წიგნი-მხატვრული ნარკვევების კრებ. „ქართველები ოკეანეში“ (1968). ვ. ა.-ის გამოქვეყნებული აქვს მოთხრ. კრებ.: „უჩვეულო დღეები“ (1971), „მოთხრობები“ (1974); ლექსების კრებ.„თეთრი ნავი“ (1978); ლექსებისა და პოემების კრებ. „გამხელა“ (1985), პროზაული კრებ. „სამი ამბავი“ (1988); ესეები და ნარკვევები: „ლექსი და შემოქმედება“ (1975), „პოეზიის პრინციპები“ (1987) და სხვა. მის სამეცნ. ნაშრომებში აქტიურადაა განხილული ლიტ-რის ისტ. და თეორიის, ფსიქოლ., ესთეტ., ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები „მხატვრული გრძნობის პრობლემა“ (1975, რუსულად-1978), „მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები“ (1979) და სხვ. მან თარგმნა ჟან-პოლ სარტრის, ჰერბერტ უელსის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის საზ. მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტ.: ვასაძე აკაკი. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, თბ., 2014, გვ. 191.