-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ვარდოსანიძე ცისანა (10.IV.1937, ქუთაისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდ. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1956-1961). დაიწყო მუშაობა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის ორგ. ქიმიის კათედრის სახელშეკრულებო თემის უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (1961-1963), იყო საქ. მეც. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტის უმცრ. მეცნიერ თანამშრომელი (1963-1973). თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის უფრ. ლაბორანტი (1973-1979), კათედრის დოცენტი (1979-2006). ქიმიის ფაკ-ტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი (1991-2007). საქართვ. ქიმიური საზ-ების წევრი (1980-2000). თსუ–ში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1966). დოცენტი (1979). მის სამეცნ. ინტერესს წარმოადგენდა ორგანო-არაორგანული მონომერების და პოლიმერების მოდიფიკაცია; ქიმიური რეაქციების კინეტიკა და მექანიზმი; სამრეწვ. პოლიმერების მოდიფიკაცია; პოლიმერების ქიმია. სილიციუმორგანულ ნაერთთა ქიმია. იგი წლების განმავლობაში იყო სადიპლომო ნაშრომების და რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვ., კითხულობდა სალექციო კურსს და ატარებდა სემინარებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს პოლიმერების ფიზიკა ქიმიასა და ბუნებრივ პოლიმერებში.
სტატიები: Vardosanidze, Ts., Khananashvili, L., Markarashvili, E., Kemkhadze, L., Tkeshelashvili, P., Chogovadze, T., Murachashvili, D. (2003). Interaction of Dietylamino- and Dichloro-organo silanes with Aromatic Bisphenols and Bisepoxides. Russian Polymer News, 8(1),16-21; Vardosanidze, Ts., Khananashvili, L., Markarashvili, E., Lomtatidze, Z., Khubulava, E., Girgvliani, D. (2005).Condensation of Diethylmethylthyenilsilanes with Polycyclic Bisphenoles. Journal of the Balkan Association, 11(1b), 79-87; Vardosanidze, Ts., Khananashvili, L., Markarashvili, E.,Lomtatidze, Z., Khubulava, E., Girgvliani, D. (2005). The Condensationm of Diethylmethylthyenilsilanes with the Polycyclic Bisphenoles. In: Physical Organic Chemistry:Theory and Practice. Eds: A.D.Amore and G.E.Zaikov, pp.81-95, Nova Science Publishers, Ins ISBN 1-59454-274-9; Vardosanidze, Ts., Iskakova, М., Markarashvili, E., Mindiashvili, G., Mukbaniani, O. (2005). Condensation Reaction of Cis-tetroles and Oligotetroles with Epichlorohydrine. Georgian Chemical Journal, 5(3), 253-255.