ვარდიაშვილი რუსუდან ოთარის ასული (13. I. 1967, თბილისი.), ქიმიკოსი. ქიმიის დოქტორი (2001). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1989). იყო ქიმიის ფაკ-ტის სახელობითი სტიპენდიატი (1988-1989), ქიმიის ფაკულტეტის ასპირანტი (1990-1992), თსუ-ის ბიოორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი (2006), შემდეგ (2007-დან) თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ქიმიის დეპარტ. ბიოორგანული ქიმიის სასწ.-სამეცნ. ლაბორ. გამგე. რ. ვ.-მ პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკ. და ორგ. ქიმიის ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი მონო- და დისაქარიდის წარმოებულების მჟავური გაფაჯგუფება“ სპეციალობით ბიოორგანული ქიმია, ბუნებრივი და ფიზიოლოგიურად აქტ. ნაერთების ქიმია (2001). რ. ვ. არის სადისერტაციო (3), საბაკალავრო (14) და სამაგისტრო (10) ნაშრომების თანახელმძღვანელი (2017-დან). სხვადასხვა წლებში წაკითხული აქვს ლექციები: ნახშირწყლების ქიმია, ბიოპოლიმერების ქიმია, ბიოორგანულ რეაქციათა მექანიზმები, კვების პროდუქტთა ქიმია, აგრობიოორგანული ქიმია, ფარმაკოგნოზია. რ. ვ. 90-ზე მეტი სამეცნ. სტ-ის, პატენტის (2), სახელმძღვანელოს (2), ინტერაქტიული მულტიმედია ელექტრონული სასწ. კურსის (4) თანაავტორია. იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში და სხვა უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. სტ. მონაწილეობდა 12 საერთაშ. და რესპუბლიკურ კონფერენციებში, გერმ. საერთაშ. ორგანიზაციის „ინვენტის“ და „გიზ“-ის „ე–სწავლების განვითარების სტრატეგიების“, „დისტანციური სწავლების მეთოდებისა და მენეჯმენტისა“ და „ე–სწავლების“ ვორქშოპებში (2008-2012). მიღებული აქვს კავკასიაში ელექტრონული სწავლების სპეციალისტის სერთიფიკატი (2009). რ. ვ. აკად. რ. გახოკიძის ხელმძღვ. ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე ეწევა სამეცნ. მუშაობას (1990-დან). სამეცნ. სამუშაოების სფერო: დეზოქსიშაქრების სინთეზი; N-გლიკოზიდებისა და მისი წარმოებულების სინთეზი და კვლევა; სილიციუმისა და გოგირდის შემცველი გლიკოზიდების სინთეზი და კვლევა. კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ნახშირწყლების სხვადასხვა წარმოებულების კვანტურ ქიმ. ანალიზი და შესაძლო ბიოლ. აქტიურობის კვლევა.
წიგნები: ვარდიაშვილი, რ. (თანაავტორი). (2006). ლაბორატორიული პრაქტიკუმი ნახშირწყლების ქიმიაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9994051792; ვარდიაშვილი, რ. (თანაავტორი). (2016). ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბიოორგანულ ქიმიაში. თბილ. უნ-ტის გამ-ბა. ISBN 9789941135361; Vardiashvili, R. (თანააავტორი). (2019). Synthesis and Mathematical-ChemicalInvestigation of New Types of N-Glycosylamines. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 13 (4), pp. 53-59; Vardiashvili, R. (თანააავტორი). (2023). Hydrosulphurisation Reaction of Allyl Derivatives of Altropyranose with Mercaptans. Journal Oxidation Communications, Bulgaria. 46(2), 337-345.