-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ვარდიაშვილი მარიამ ვალერიანის ასული (06. VII. 1956, სოფ. თელეთი, გარდაბანის რაიონი). დაამთავრა თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი, შრომის ეკონომიის სპეციალობით (1976-1981). მუშაობდა საქ. პედ. საზ-ბის ცენტრალურ საბჭოში, შემდეგ კი განათლების სამინისტროს საკონტროლო სარევიზიო ჯგუფში (1984-1993); იყო სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მთ. ბუღალტერი. პარალელურად პოლიტეკონომიის კათედრის მასწავლებელი, შემდეგ კი ეკონ. მოდულის დოცენტი (1993-2005). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კერძო მეწარმეობის განვითარების მასტიმულირებელი საგადასახადო მექანიზმის ფორმირება: (თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტი)“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2003). ვ. მ. აირჩიეს თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასისტენტ პროფესორად (2006), შემდეგ კი ასოცირებულ პროფესორად (2018). მ. ვ. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. გამოაქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. სტატია, არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.
თხზ.: ვარდიაშვილი, მ. (თანაავტორი). (2008). სადაზღვევო საქმე: სახელმძღვანელო. თბ., ISBN 9789941908729; ვარდიაშვილი, მ. (თანაავტორი). (2008). ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები: პრაქტ. სავარჯიშოები: (საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით). თბ., ლოი, ISBN 9789994087471; ვარდიაშვილი, მ. (თანაავტორი). (2012). სადაზღვევო საქმე: სახელმძღვანელლო. თბ., ივერიონი, ISBN 9789941908729; ვარდიაშვილი, მ. (თანაავტორი). (2015). ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები: პრაქტიკული სავარჯიშოები : (საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941109676; ვარდიაშვილი, მ. (2018). ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სამართლის სუბიექტებში: მე-3 შესწორებული გამოცემა. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941254703; ვარდიაშვილი, მ. (2024). საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმოხილვა. ეკონომიკა და ბიზნესი, ტ. XVI, N 3. გვ. 202-222.