ვარამაშვილი ნოდარ დავითის ძე
ვარამაშვილი ნოდარ დავითის ძე

ვარამაშვილი ნოდარ დავითის ძე  (07.VII.1956, თეთრიწყარო), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1978); ფიზიკოსი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„Влияние нагружения и постоянного Электрического поля на эмисионные  процессы в кристаллах и горных породах“ (1990) და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდება. იყო: მეცნ. აკად. დოქტორი (2007); უმცროსი  მეცნიერ-თანამშრომელი (1983); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1992); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2002); გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2024). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები: Some Results of the Joint Research of the M. Nodia Institute of Geophysics, TSU  and Institute of Hydrometeorology, GTU from 2019 to 2023 and Prospects for their Further Development. Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 2667-9973, p-ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 27(2), (2024);  Complex Study of the Subsurface at a Small Depth Using Georadiolocation and Ultras ound Methods. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში: „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“, რ-იც შემდეგ თსუ–ის მიერ გამოიცა შრომების სახით (2023).

თხზ.: ვარამაშვილი, ნ. (2017). გარეშე ფაქტორებით ტრიგერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება. თბ., თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტი; ვარამაშვილი, ნ. (2018). მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა. თბ., თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტი.