ვანერი ანდრეას
ვანერი ანდრეას

ვანერი ანდრეას (Wanner Andreas) თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (26.01.2015).

ვ. ა.-მა ბოხუმის რურის უნ-ტში დაიცვა წინასადიპლომო (1977),  ხოლო შემდეგ - სადიპლომო ნაშრომი ქიმიის დარგში (1981). მან მოიპოვა დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1984), მეცნიერი გარემოს დაცვის კოოპერატიული კვლევითი ინ-ტის (კოლორადო, აშშ) ბაზაზე აწარმოებდა კვლევებს (1985-1988). იგი ატმ. კინეტიკური ქიმიის  ჯგუფის წევრია (ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევითი ცენტრი, გარემოსდაცვითი კვლევითი ლაბორატორიები, კოლორადო, აშშ). მან კიოლნის უნ-ტში მეტეოროლოგიის დარგში მოიპოვა უმაღ. აკად. კვალიფიკაცია (2001).

ვ. ა.  ქიმ. და გეოსფეროს დინამიკის ინ-ტის (იულიხი) დირექტორად დაინიშნა (2001-2010), შემდეგ კი კიოლნის უნ-ტის სრული პროფესორია (2002). იგი ატმ. ქიმიის ინ-ტის იულიხის კვლევითი ცენტრის უფრ. სპეციალისტისა და ორგანიზაცია  „ჰეტეროგენული ქიმიის“ ლიდერის პოზიციას იკავებდა (1998-2001). იგი რაინის გარემოს დაცვის კვლევების ინ-ტისა (2007) და ენერგიებისა და კლიმ. კვლევების ინ-ტის (იულიხი) დირექტორია (2010).  მას იულიხის კვლევითი ცენტრის სამეცნ. და ტექნ. საბჭოს ხელმძღვანელისა (2012-2013) და ჰელმჰოლცის ასოციაციის (ბერლინი) სამეცნ. საბჭოს თავმჯდომარის (2012-2014) თანამდებობა ეკავა. მეცნიერი საერთაშ. ასოციაცია „გლობალური სადამკვირვებლო სერვისის სისტემის“ ვიცეპრეზიდენტია (2014).