ვახანია ნიკოლოზ
ვახანია ნიკოლოზ

ვახანია ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (28.VIII.1930 ქ. ქუთაისი-23.VII.2014 ქ. თბილ.), მათემატიკოსი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1988), აკადემიკოსი (2001), თსუ-ის პროფესორი (1971), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1969). დაამთავრა თსუ–ის ფიზ. ფაკ-ტი (1954), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1957). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1958). იყო  საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყ-ბის გამგე (1961-2014); ამავე ინ-ტის დირექტორი (1978-2005); ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ–რე (2008-2013); თსუ–ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტის დეკანი (1970-1973); თსუ–ის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგე (1964-2006); საქ. მეცნ. აკადემიის მათ. და ფიზ. განყ-ბის აკად.-მდივნის მოადგილე; საქ. ცენტრ. საარჩევნო კომისიის წევრი (2003-2006); საქ. და უცხოეთის სამეცნ. საზ-ებების ჟურნალების და გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი; ენციკლოპედია "საქართველოს" მთავრი სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს თავ–რე (1992-დან); გამოთვლითი მათ. საერთაშ. საკოორდინაციო კომიტეტის წევრი; საერთაშ. ინოვაციის ფონდის წევრი; საერთაშ. სტატისტიკური ინ-ტის წევრი; ნაციონალური გეოგრაფიის საზ-ბის წევრი. მისი პირველი სამეცნ. ნაშრომები მიეძღვნა დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას. მან შეისწავლა არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანები ჰიპერბოლური ტიპის განტოლე­ბე­ბი­სა­თვის. შემდგომი სამეცნ. ნაშრომები მიეძღვნა გასული საუ­კუნის მეორე ნახევრისთვის მეტად აქტუალურ მიმართულებას - ალბათურ განაწი­ლე­ბათა თეორიას წრფივ სივრცეებში. მან აღწერა გაუსის განაწილებები მიმდევრობათა კლასიკურ სივ­რცეებში, უსასრულო განზომილებიან სივრცეებში ააგო ალბათურ განაწილებათა კოვარიაციული თეორია. მონოგრაფიები: „ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში“ (1971) და „ალბათური განაწილებები ბა­ნახის სივრცეებში“(1985, ვ. ტარიელაძისა და ს. ჩობანიანის თანაავტორობით) გამოვიდა მოსკოვში, რუსულ ენაზე, ხოლო მათი ინგლისური თარგმანები დაიბეჭდა ჰოლანდიაში(1981, 1987). ის 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, რ–ებიც კლა­სი­­კუ­რი ალბათობის თეორიის ამოცანების გარდა ეძღვნება ფუნქციონალური ანალიზის, გა­მოთ­­ვლითი მათ. და კვატერნიონული ალბათობის თეორიის საკითხებს. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მათ. ერთ-ერთ ახალ მიმარ­თუ­ლებას – ალბათობის თეორიას უსასრულო განზომილებიან ვექტორულ სივრცეებში. საბ­ჭო­თა მა­თე­მატიკოსთაგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, რ–იც სამეცნ. სა­მუშაოს ჩასატარებლად ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა იაპონიასა(1973) და აშშ-­ში(1975, 1976); ფულ­ბრა­იტის ფონდის მიწ­ვევით - აშშ-ში (1980). მის მიერ შექმნილი ვექტორულ სივრცეებში ალბათობის თეორიის სამეც­ნ. სკოლა დღესაც ლიდერ სპოზიციას ინარჩუნებს მსოფლიოში. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), ნ. მუსხელიშვილისა (1992) და ა. რაზმაძის (2003) სახელობის პრემიებით, ივ. ჯავახიშვილის ორი მედლით (1976, 2000).