-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი დრამატურგი
ვაკელი იონა (ნამდვილი სახელი და გვარი იონა ლუკას ძე მეგრელიძე), (10. XI.1900, ვაკე, ახლანდ ოზურგეთის მუნციპალიტეტი-01.III. 1988, თბილისი). ქართვ. მწერალი და დრამატურგი, საქართვ. ხელოვნების დამსახ. მოღვაწე. მან დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები (1920). შემდეგ სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში (1931-1932). სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნ.-გაზ. მისი პირველი ლექსი „გურია“ გამოქვეყნდა ჟურნ. „მხედარში“ (1918), ასევე ლექსთა პირველი კრებული (1922). იყო ლიტ. დაჯგუფება „პროლეტარული მწერლობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი (1920). იგი სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, პიესებსა და თარგმანებს. მისი პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“ დაიდგა კოტე მარჯანიშვილის თეატრში (1933), რ-მაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე დიდი წარმატებები ხვდა წილად ვ. ი. პიესებს: „შამილს“ (1934), „გიორგი სააკაძეს“ (1939), „რვალს“ (1952), „ხელაშვილის ოჯახს“ (1962). მანვე თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ოდენებით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: იონა ვაკელი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4, თბ., 1979, გვ. 274; ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ. (1994). მამულიშვილთა სავანე, თბ., გვ. 140; იონა ვაკელი. მწერალთა ავტობიოგრაფიები: წიგნი 2, თბ., 2013, გვ. 47-51; კვერენჩხილაძე, რ. (2014). იონა ვაკელი. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 3, თბ., 2014.