ვადაჭკორია  შოთა ილიას ძე
ვადაჭკორია შოთა ილიას ძე

ვადაჭკორია  შოთა ილიას ძე (20.VI.1951, სოფ. ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი). ისტორიკოსი, პროფესორი, ისტორიის მეცნ. კანდ. (1986), ისტორიის მეცნ. დოქტორი (2002); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიასტან არსებული ხალხთა მეგობრობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი  (1979-1986), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986-2000); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიასთან არსებული პოლიტოლ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2000-2005), განყ-ბის ხელმძღვ. (2004), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2005-2006); ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2010), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2019); საქართვ. ტექნ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2018- 2021), ასოცირებული პროფესორი (2021-2025), სოციალ. მეცნ. დეპარტ. აკად. საბჭოს წევრი (2018-2025). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეც. ნაშრომი. აქედან 37 წიგნი და ბროშურა, რომელთაგან 17 მონოგრაფიაა. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. ქართველოლოგთა კონგრესებში, სიმპოზიუმებში, საერთაშ. კონფერენციებში (2009- 2024).

თხზ.: ვადაჭკორია, შ. (2018). ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990): წ.1. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941278464; ვადაჭკორია, შ. (2020). ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე: (1917-1925 წწ.): წ.1. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941266379; ვადაჭკორია, შ. (2021). საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ქრონიკა: (1921 წელი). თბ., ირიდა. ISBN 9789941832413; ვადაჭკორია, შ. (2023). ოსების გენოციდის" მითი და 1918-2022 წლების ისტორიული სინამდვილის პარადიგმები. გეორგია. ISBN 9789941851513; ვადაჭკორია, შ. (2024). ოსმალეთ (თურქეთ)-საქართველოს სასაზღვრო ომი და ქართველთა დამარცხების ფაქტორები (XX საუკუნე). გეორგიკა. ISBN 9789941862724; ვადაჭკორია, შ. (2025). რუსულისამშვიდობოძალებისგან ცხინვალის რეგიონში მოვალეობის არშესრულების ფაქტორები. თბ., უნივერსალი. ISBN 9789941876998; ვადაჭკორია, შ. (2025). სამხრეთ ოსეთისსტატუსის აღდგენა და ქართული პოლიტიკური აზრი 2004-2007 წლებში: (ისევ სერგო ორჯონი-კიძისებურად). თბ., საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია. ISBN 9789941873812.