ვადაჭკორია შოთა იპოლიტეს ძე
ვადაჭკორია შოთა იპოლიტეს ძე

ვადაჭკორია შოთა იპოლიტეს ძე  ( 21. II. 1928, თბილისი-09. XII. 2005,  თბილისი). ქართვ. მწერალი და ჟურნალისტი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურიატი (1988), საქართვ. კულტ. დამს. მუშაკი (1984). მან დაამთავრა  თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1952). ვ. შ. მუშაობდა გაზ. „ზარია ვოსტოკას“, „ახალგაზრდა კომუნისტის“, „სახალხო განათლებისა“, და „ლელოს“  რედ. (1953).  იყო ჟურნ. „ჟურნალისტისა“ (1993-1995) და  ქართ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედ., მთ. რედ. მოადგილე (1966–2003 );  სიტყვანისა და სამეცნ. კონტროლის რედ.-ხელმძღვ. (1966–1967),  ენისა და ლიტ-რის რედ. გამგე (1967–1993 ), სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედ. გამგე (1995–2003 ). სისტემატურად აქვეყნებდა ლიტ-კრიტ. და პუბლიც. წერილებსა, მოთხრ. (1953). მან გამოსცა მოთხრ. კრებ. „პირველი ჩემპიონები“ (1965),  ცალკე წიგნად მოთხრ. „კუპრა” (1987), „ნოვოკაინი“ (1988), „შურისგება“ (1989) და სხვ. აღსანიშნავია მისი რომანი–დილოგი - „მზის თვალი“ (წიგნი I, 1977), „ლოტოსის ფურცლები“ (წიგნი II, 1984), რ-ებშიც გადმოცემულია სტუდენტობისა და შემოქმედი ინტილიგენციის ყოფა–ცხოვრება.

ლიტ.:  ვადაჭკორია შოთა.  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, (2014), გვ. 130.