ვაჩნაძე გივი
ვაჩნაძე გივი

ვაჩნაძე გივი (26.VI.1934, გურჯაანის რაიონის სოფ. ნანიანი-3.VIII.1997, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი(1958). იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტის თეორიული ფიზიკის განყ–ებაში; მთელი მისი სამეცნ. საქმიანობა სიცოცხლის ბოლომდე დაკავშირებული იყო ფიზიკის ინ–ტთან, სადაც ის მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1984), შემდეგ კი ხელმძღვანელობდა კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყ–ებას(1989). ვ.გ. არჩეულ იქნა საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1997). საუბედუროდ არჩევნების შემდეგ ვ.გ. რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სამეცნ. მოღვაწეობა ხასიათდება მრავალ დარგობრიობით და თითქმის ყველა მიმართულებით მან შეძლო მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვება. მის მიერ მოპოვებული რიგი თეორიული შედეგი შემდგომში დადასტურებულ იქნა ექსპერიმენტულად მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ლაბორატორიებში. ვ.გ. სამეცნ. მოღვაწეობას წარმატებით ათავსებდა ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას. მისი მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები დღესაც წარმატებით განაგრძობენ სამეცნ. მოღვაწეობას.