-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ხელოვნებათმცოდნე
ვაჩნაძე დინარა ზელიმხანის ასული (01.X.1951, თბილისი), ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის, ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის ლაბორანტი (1974-1978), ამავე კათედრის ასისტენტი (1978-1990), კათედრის მასწავლებელი (1990-1999). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1991), დოცენტი (1999-2006), პროფესორი. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი (2006). თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრაზე კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსს შუასაუკუნეების ქართ. არქიტექტურის შესახებ. მისი საქმიანობა თსუ-ში მოიცავდა ლექცია-სემინარების ჩატარებასა და სამეცნ. ნაშრომების ხელმძღვანელობას. ვ.დ.-ს კვლევის ძირითად სფეროს მოიცავს შუა საუკუნეების ქართ. ხელოვნება. სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს სტატიები: „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის ახალი შენაძენი” (2002); „ეპისკოპოსის სასახლე ალავერდში” („Der Bischofspalast in Alawerdi”, 1992); „სასახლები ჭერემსა და ბოჭორმაში” (1991); „სასახლე კვეტერაში” (1989); „ეპისკოპოსის სასახლე ნეკრესში” (1989); „კახეთის არქიტექტურის თავისებურებები სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების მაგალითზე” („Die Besonderheiten der Profanbaukunst Kachetiens am Beispiel von Schlössern und befestigten Hauser”, 1987). მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამეცნ. ფორმუში წარდგენილი მოხსენებებით: „კახეთის სასახლეთა ხუროთმოძღვრება IX-XII საუკუნეებში“ (2019); „ქართული დაზგური პორტრეტული ხელოვნების კოლექცია შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან“ (2019); „ქართული დაზგური პორტრეტული ხელოვნების კოლექცია“ (2019); „კახეთის სასახლეები“ (2019). იყო რამდენიმე პროექტის კოორდინატორი: ,,ნიკო ფიროსმანი - 150“ (2013); ,,გიგო გაბაშვილი 155“ (2017); ელენე ახვლედიანის გამოფენის (2017); ,,კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტები“ (2018) და ,,ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“ (2019).
თხზ.: ვაჩნაძე, დ. (2016). ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., პალიტრა L, ISBN:9789941217494.; ვაჩნაძე, დ. (2021). საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური - აფხაზეთი = Georgian National Museum Treasure - Abkhazia = Қырҭтәыла Амилаҭтә Музеи Ахазынаҭра - Аԥсны: [კატალოგი]. ISBN: 9789941968181. თბ. სეზანი.; ვაჩნაძე, დ. (თანაავტორი). (2025). საქართველოს ისტორია ილუსტრირებული: 5ტომეული. ტომი 1, უძველესი ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე. თბ. პალიტრა L.