-
ავტორი
- კატეგორიები: შემომწირველი პუბლიცისტი ქართველთა შორის წერა კითხვის გაავრცელებელი საზოგადოების წევრი
ვაჩნაძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე (04.VIII.1884 სოფ. დიდი ლილო - გ 23 I.1962, ესენი), სწავლობდა ტფილ. კადეტთა კორპუსში (1894-1902); უმაღლ. სამხ. განათლება მიიღო პეტერბურგის პავლე I სამხ. სასწავლებელში (1902-1904). მსახურობდა პორუჩიკის რანგით მესანგრეთა 15-ე ბატალიონში - ვარშავაში (1904); ტფილ. მესანგრეთა 2-ე ბატალონში (1905); შედიოდა "კავკასიის ოფიცერთა კავშირში", კავკასიაში დისლოცირებული რუს. არმიის საიდუმლო პოლიტ. ორგანიზაციაში, რ-იც მიზნად ისახავდა კონსტ. მონარქიის დამყარებას (1906). საიდუმლო საქმიანობიდან გამომდინარე აღძრული ეჭვის გამო იგი ალექსანდროპოლიდან თემირხანშურაში გადაიყვანეს. რის გამოც გადადგა სამხ. სამსახურიდან და დაბრუნდა თბილისში (10.VIII.1907). დააარსა "ლილოს მერძევეთა ამხანაგობა" და საკრედიტო ბანკი ლილოსა და ოძისში (1909); მუშაობდა თავად-აზნაურთა საკრებულოს საადგილმამულო კომისიაში (1910); თანამშრომლობდა პრესასთან და აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს ფსევდონიმებით - "დავით კახელი", "ს. კახელი", დულაშვილი, "დათა", "ეკალი". მუშაობდა ასევე ევრ. ლიტ. თარგმანებზე. მან რ. გაბაშვილთან ერთად დააარსა ჟურნ. "კლდე" (1912). რედ. შედიოდნენ: ალ. ყიფშიძე (ფრონელი), შ. ამირეჯიბი და მ. ჯავახიშვილი. ჟურნ. აქტიურად აშუქებდა საზ-ბრივ პროცესებს და მწვავე პოლემიკა ჰქონდა სოც.-დემოკრ.; I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მონაწილეობდა "ტფილისის ქართული დრუჟინის" დაკომპლექტებაში, იყო უფრ. - გ. ჯანდიერის ადიუტანტი (1914). "დრუჟინა" ფარულად ცდილობდა დაეცვა ფრონტისპირა სოფ. მცხოვრები ქართვ. მუსლ. შევიწროვებისაგან. იყო საადგილმამულო კომისიის მდივანი (1915); მან "კლდის" რედაქციის სხვა წევრებთან ერთად, დაარსა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" საიდუმლო ფილიალ ტფილისში, რ-იც უზურუნველყოფდა იარაღის საიდუმლო შემოტანას გერმ. წყალქვეშა ნავების საშუალებით. ჟურნ. "კლდის" დახურვის შემდეგ დაარსა გაზ. "საქართველო", რომლის რედ. შედიოდნენ: რ. გაბაშვილი; ს. შანშიაშვილი; ს. კედია; მ. ჯავახიშვილი; შ. ამირეჯიბი; კ. მაყაშვილი და სხვები. იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრი (1907); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტ. დამფუძნებელ ყრილობაში (1917). აირჩიეს ამ პარტ. მთ. კომიტეტის წევრად. მონაწილეობდა საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში; აქტიურად იყო ჩაბმული ქართ. პარტ. ლიდერთა საიდუმლო მოლაპარაკებებში საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. აირჩიეს საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრად (X.1917). ოსმალთა არმიის წინააღმდეგ ომისას იგი ფრონტის მომარაგების ნაწილში მუშაობდა გურია - ბათუმის მიმართულებით (IV.1918); აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმ. იმპერიის დიპლ. წარმომადგენელთან - გრაფ ფონ დერ შულენბურგთან (V.1918); მან, როგორც ეროვნ. საბჭოს დეპუტატმა ხელი მოაწერა საქართვ. დამოუკიდებლობის აქტს (26.V.1918); იყო საქართვ. პარლამ. დეპ.; სამხ. კომისიის წევრი (1918). ჩართული იყო გერმ. არმიის საქართველოში ევაკუაციის უზრუნველყოფაში (XI.1918); საქართვ.-სომხ. ომისას მუშაობდა სამობილიზაციო ნაწილში, არმიის პოლკოვნიკის ხარისხით (XII.1918); საქართვ. საბჭ. რუს. ოკუპირებისას, ჩაბმული იყო ზურგის თავდაცვის ღონისძიებებში; თბილ. ევაკუაციის დროს დარჩა დედაქალაქში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში, როგორც ეროვნ.-დემოკრ. პარტ. ცენტრ. კომიტეტის წევრი (25.II.1921). მონაწილეობდა სამხ. იატაკქვეშა ჯგუფების ორგანიზებასა და კოორდინაციაში; მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმთან; ვ. დ. საქართვ. სსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა საპროტესტო გამოსვლების ხელის შეშლისთვის და იმყოფებოდა მეტეხის ციხეში (10.II.1922 - IV.1922); ასევე იყო ჩაბმული "ხევსურეთის აჯანყების" ორგანიზებაში (VIII.1922). მარცხის შემდეგ, დამოუკიდ. კომიტეტმა იგი გაკიცხა თვითნებური მოქმედებების გამო და მუშაობას ჩამოაშორა. იგი გადადის თურქეთში, იარაღის შესაძენად (1923-1924); აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მან ვეღარ შეძლო სამშობლოში არალეგალურად დაბრუნება (1924). იგი მონაწილეობდა სტამბოლში "კავკასიის კონფედერაციის კომიტეტის" (ККК) დაარსებაში (1924, შემოდგომაზე), რ-იც წარმოაგდენდა ქართ.-აზერ. ჩრდ.-კავკ. პოლიტ. ჯგუფების კავშირს. კომიტეტის დააარსებაში მონაწილეობდნენ: მ. წერეთელი; ალ. ასათიანი; ხ. სულთან-ზადე; ა. ალი ემირჯანი; შეიხ-ულ-ისლამ-ზადე; ვ. გირეი; ჯაბაგი; ა. კანტემირი; ჰ. ნაიმტოკი. დ. ვ. დატოვა სამშობლო (1926) და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურად მუშაობდა ეროვნ.-დემოკრ. პარტ. საზღვარგარეთის ბიუროში, თანამშრომლობდა ნაციონალისტური მიმართულების გამოც., აქვეყნებდა სტატიებს, კითხულობდა მოხსენებებს; სხვადასხვა პოლიტ. მისიით მოგზაურობდა ვარშავაში, ბერლინში, რომში, პრაღაში - სადაც თავმოყრილი იყო ქართ. ემიგრანტული სათვისტომოები. მან დატოვა ეროვნ.-დემოკრ. პარტ. საზღვარგარეთის ბიურო(1937). ცხოვრობდა რომთან ახლოს, ფ. ფრანზონისა და მ. ციციშვილის ვილაში (1939-დან). ნაცისტურ გერმანიასა და საბჭ. კავშირს შორის ომის დაწყების შემდეგ, იგი გაემგზავრა ბერლინში (1941); ჩაერთო გრაფი ფონ დერ შულენბურგის მიერ ორგანიზებული ჯგუფის მუშაობაში, რ-იც ცდილობდა კავკ. საკითხი "აღმოსავლეთის სამინისტროს" განკარგულებიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასულიყო, თუმცა უშედეგოდ (1942-დან). რადგან კავკ. საკითხეზე მუშაობა არა "ქართულ კომიტეტს", არამედ "ქართულ სამოკავშირეო შტაბს" მიენდო. ჩამოშორდა პროცესს და ავსტრიაში, დრიზენდორფში გადასახლდა (გ. მაჩაბლის მეუღლის მამულში, 1943). ვენასთან საბჭ. არმიის მიახლოების გამო, ქ. კალსბადში გადავიდა (1945), შემდეგ - ზალცბურგში, სადაც გერმანიის ქართვ. კოლონიის დიდი ნაწილი იყო თავმოყრილი, ხოლო შემდეგ კი გერმანიის სამხრეთში - მიუნხენში, სადაც მოუსწრო მას მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ. ომის შემდგომ, დ. ვ. მიუნხენიდან განაგრძობდა აქტიურ მუშაობას ქართ. პოლიტ. ემიგრაციის ახ. კოალიციების ჩამოსაყალიბებლად და საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხების აქტუალიზაცისთვის. დ. ვ.-ს საქართველოში დარჩენილი ოჯახი, მეუღლე და შვილები მასობრივი დეპორტაციის ფარგლებში შუა აზიაში გადაასახლეს (1951). მეუღლე - თ. ციციშვილი გადასახლებაში გარდაიცვალა, შვილები კი სტალინის სიკვდილის და რეაბილიტაციის პროცესის დაწყების კვალდაკვალ გაანთავისუფლეს (1954).
თხზ.: ვაჩნაძე, დ. (2004). ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი. თბ., არტანუჯი.
ლიტ.: ჯანელიძე, ო. (2002). ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან. თბ.; ჯავახიშვილი, ნ. (2009). თავად ვაჩნაძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის. კრებ. „სამეცნიერო პარადიგმები”. თბ. -ქუთ., 2009; დაუშვილი, რ. (თანაავტორი). (2012). ქართველები უცხოეთში: წ. I. თბ.; "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // II ტომი. - თბ., ეროვნ. ბიბლ. გამომც., 2021. - გვ. 49; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი; თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ.