ვაჩიბერიძე გენო
ვაჩიბერიძე გენო

ვაჩიბერიძე გენო (15.III.1931, ქუთაისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954). მუშაობდა სსრკ მეცნ. აკადემიის გამოყენებითი გეოფიზიკის ინ-ტში (მოსკოვი, 1955–1958). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის მართვის სისტემების ინ-ტში იყო ლაბორ. გამგე (1959-1975), იყო სსრკ თავდაცვის სამინისტროს ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრ. სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის  თბილ. ფილიალის დირექტორი (1976–1991). იყო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორი (1991–2005), საქართვ. ტექ. უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის პროფესორი. მონაწილეობდა საქართვ. პირველი ციფრული (იმპულსური) ელექტრონული გამოთვლითი მანქანის „დელისის“ შექმნაში (2004-დან). იყო სარაკეტო და სამხ. დანიშნულების სხვა სისტემების ციფრული მართვის მოწყობილობათა კომპლექსების დაპროექტებისა და შექმნის ხელმძღვ. (მთავარი კონსტრუქტორი, 1975–1989). მისი სამეცნ. შრომები ეხება ციფრული სისტემების სიზუსტისა და სწრაფქმედების, მდგრადობისა და საიმედოობის საკითხებს. საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (2007).