-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი პედაგოგი
ვაჩეიშვილი ვიქტორ (1.IV.1916, ქუთაისი – 27.XII.1994, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1939). ფილოსოფიის მეცნ. კანდ. (1947), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). მუშაობდა თსუ-ის ფილოსოფიის კათედრაზე (1947-იდან). იყო თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის დეკანი (1953–1960), მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარული ფაკ-ტის ფილოსოფიის კათედრას. ვ.ვ.-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ისტ. მატერიალიზმი და სოც. ფილოსოფია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი საზ–ებრივი ყოფიერებისა და საზ–ებრივი ცნობიერების ურთიერთმიმართების საკითხები, სოც. რევოლუციის თეორია და კულტურის განვითარების კანონზომიერებანი. იკვლევდა პიროვნებისა და საზ–ების დიალექტიკას და სოციალ. ცხოვრების წესის ჩამოყალიბების პროცესებს.
თხზ.: ვაჩეიშვილი, ვ. (1952). კულტურული რევოლუცია საქართველოში. თბ., სახელგამი; ვაჩეიშვილი, ვ. (1958). საზოგადოებრივი ცნობიერება და მისი ფორმები. თბ., საბჭ. საქართველო; ვაჩეიშვილი, ვ. (1964). სოციალური რევოლუციის მარქსისტულ-ლენინური თეორია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ვაჩეიშვილი, ვ. (1970). სოციალური პროგრესი და პიროვნება. თბ., მეცნიერება.