-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი (17.X.2016 - 22.X.2016, თბილისი), თსუ-ში ჩატარდა VII საერთაშ. ქართველოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორი გ. შარვაშიძე, საქართვ. მთავრობის წარმომადგენლები, უცხოელი მეცნიერები: ფილადელფიის; ბოსტონის; იერუსალიმის; ბირმინგემის; ტოკიოს; ვარშავის; თეირანის; ვენეციის; ფრანკფურტის; ბრემენის; იენის; ნიურნბერგის; მაინცის; პარიზის; მადრიდის; ინსბრუკის; მოსკოვის; კიევის; რიზეს უნ-ტებიდან და სამეცნ. ცენტრებიდან, საქართვ. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლიდან და სამეცნ.-კვლევითი ცენტრიდან. სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობდა აკად. სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია; ივ. ჯავახიშვილი და ქართ. ისტორიოგრაფია; ქართველური ენათმეცნიერება; შუა საუკუნეების ქართ. ლიტ-რა; ახ. და უახლესი ქართ. ლიტ-რა; ქართულ-საზღვარგარეთული ლიტ. ურთიერთობები; არქეოლოგია; საქართვ. ეკონ. და პოლიტ. პერსპექტივები; ფოლკლორი; ეთნოლოგია; ქართ. ფილოსოფიის ისტორია; ქართ. ხელოვნება. ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-მკვლევრებმა წაიკითხეს მოხსენებები. სიმპოზიუმი გაიმართა თსუ-სა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშ. ასოციაციის მიერ, რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.