-
ავტორი
- კატეგორიები: კავკასიოლოგი საპატიო დოქტორი
უტიე ბერნარ (Uthier Bernard, 04.VII.1941, პარიზი) თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართვ. მეცნიერებისთვის გაწეული დახმარებისთვის ფრანგ ქართველოლოგს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (16.III.2009).
უ. ბ. საფრანგეთის სამეცნ. კვლევების ეროვნ. ცენტრისა და ჟორჟ დუმეზილის კავკასიოლოგიის შედარებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია. პროფესორი ჟენევის უნ-ტში კითხულობს ლექციებს სომხური ლიტერატურის ისტორიის შესახებ. არის საქართვ. მეცნ. აკადემიის უცხოელი წევრი.
უ. ბ.-ს საკვლევი საკითხებია: ძველი ქართ. ფილოლოგია, ბიზანტიურ-ქართული, ქართულ-სომხური, ქართულ-არაბული და ქართულ-სირიული ლიტერატურული ურთიერთობების პრობლემატიკა. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მრავალი ძველქართული ტექსტი და პარიზის ეროვნ. მუზეუმში დაცული VII ს–ის ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტები.
უ. ბ. აღმოსავლური და კავკასიური ენათმეცნიერების შესახებ 200–მდე წიგნისა და სამეცნ. სტატიის, რეცენზიისა და გამოკვლევის ავტორია. არის ჟურნალის „ბედი ქართლისა“ სამეცნ. საბჭოს წევრი.