უშარაული ესმა არტემის ასული
უშარაული ესმა არტემის ასული

უშარაული ესმა არტემის ასული (21.04.1931, ახმეტის რ-ნი, ალვანი – 26.02.2024), ქიმიკოსი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1953). გაიარა ასპირანტურის კურსი (1954-1957). უ. ე.-მ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ნორიოს ნავთობის მაღალმოლეკულური არომატული ნახშირწყალბადების კვლევა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1964). პ. მელიქიშვილის სახ.  ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს იყო უფრ. ლაბორანტი (1953-1954), ასპირანტი (1954-1957), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1957-1966), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1966-1986), წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი (1986-2003), უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2003-2024).  ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი კვლევები ნავთობის წარმოშობის თეორიების ახლებურად გააზრების საკითხებთან დაკავშირებით და საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლის, პასპორტიზაციის და რანჟირების მიზნით. თანაავტორია 100-მდე სამეცნ. პუბლიკაციის, სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების. იყო ძირითადი მონაწილე საგრანტო პროექტის AR – „საწვავი ბრიკეტების კომპოზიციების შემუშავება და მათი მიღების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა ნახშირბადშემცველი ნარჩენების უტილიზაციის საფუძველზე“. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობითი პრემია (1959). უ. ე. იყო სსრკ „ნავთობქიმიის“ საკოორდინაციო საბჭოს საქართვ. სექციის სწავლული მდივანი.

თხზ.:Ушараули, Э. (თანაავტორი). (1958). К изучению природы флуоресцирующих компонентов нефти. Тб., АН Грузии.