-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მთარგმნელი ლიტერატურათმცოდნე პროფესორი
ურუშაძე ვენერა გიორგის ასულიუ. ვ საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწეა (1976). ის ასევე დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით. (08.IX.1909, ლანჩხუთი-1991, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1947). დაიწყო სამეცნ. და პედ. საქმიანობა თსუ-ში ინგ. ენის კათედრაზე (1950-დან). უ. ვ-მ პირველი მხატვრული თარგმანები ინგ. ენაზე (მათ შორის ნ. ბარათაშვილის "მერანი") გამოაქვეყნა მოსკოვის გაზეთ "მოსკოუ ნიუზში"(1945). უ. ვ-ს მნიშვნელოვანი დამსახურებაა ის რომ, მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი პოეტური თარგმანი ინგ. ენაზე (1968, 1971, 1979). მისი თარგმანებით გაიცნო ინგ. ენაზე მკითხველმა საზ-ებამ ქართ. კლასიკური თუ თანამედროვე პოეზიისა და პროზის მრავალი ნიმუში. უ. ვ-მ ინგ. ენაზე გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (1948, 1958). ანთოლოგიაში მოცემულია სხვადასხვა ეპოქის ქართვ. პოეტების ნაწარმოებები. მანვე გამოსცა ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებ. „მინდია“ (1964, 1966) და შოთა რუსთაველის „აფორიზმები“ (1983). გარდა მთარგმნელობითი საქმიანობისა უ. ვ. სახელმძღვანელოების შედგენითაც იყო დაკავებული. მან შეადგინა ინგ. ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). ასევე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია თარგმნის თეორიის საკითხებზე.
თხზ.: ურუშაძე, ვ. (1963). ინგლისური ენის ქრესტომათია: ინგლისური ენის ფაკ-ტის სტუდენტთათვის. თბ., ცოდნა; ურუშაძე, ვ. (1971). English: (For Senior Student’s of English). თბ., განათლება.