-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე
ურუშაძე თეა (თებრონე) გიორგის ასული (3.IV.1947, ქ. თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1965-1970); თსუ-ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის ასპირანტურა (ხელმძღვ.: აკად. შ. ამირანაშვილი; პროფ. გ. ალიბეგაშვილი, 1970-1973). გდრ–ის იენის უნ–ტის გაცვლითი სამეცნ. პროგრამა ხელოვნების ისტორიის განხრით (1971-1972). გაიარა სტაჟირება ქ. მოსკოვში - სსსრ მეცნ. აკად. სახვ. ხელოვნების სამეცნ. კვლევით ინ-ტში, თეატრ.-დეკორაციული ხელოვნების განყ-ბაში (1972–1973). იყო ა. ბახრუშინის სახ. სახელმწ. ცენტრ. თეატრის მუზეუმში სამეცნ. მივლინებაში (1974–1975). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართული საბჭოთა თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ჩამოიყალიბება 1920-1930 წლებში პ.ოცხელის შემოქმეების მაგალითზე“. თსუ–ის სამეცნ. საბჭოს დადგენილებით მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის დოცენტის წოდება (1982). გაიარა თსუ–ის უმაღლ. სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტი (1987–1988). საქართვ. განათლების სამინისტროს დადგენილებით მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის წოდება (2010). წლების განმავლობაში იყო:თსუ-ს ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი; უფრ. მასწავლებელი; დოცენტი (1975–2005); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით (2006-2009); საერთაშ. უნ-ტის "ლიტერა" სრული პროფესორი (2009-2011); თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრის მეთოდ-კომისიის თავ-რე (1979); ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის სტუდენტთა საკონფერენციო–სამეცნ. და სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვ. (1980-2006); ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს პ/მგ მდივანი (1980-1982); სახელმწ. საგამოცდო კომისიის წევრი ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით (1982-2006); საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1993-დან); საქართვ. მხატვართა საერთაშ. შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი; კრიტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის სექციის თავ–რის მოადგილე; არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მეცნიერ ქალთა ასოციაცია“ დამფუძნებელი (2001); საქართვ. ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრში გრიფირების პროცედურაზე შემოსული სახელმძღვანელოების შეფასების კომისიის ექსპერტი (2009); სამეცნ. კრებულის "ჰანრიხ თეოდორ ველეს მოგზაურობა საქართველოში" სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. სადისერტაციო საბჭოს წევრი (ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება) (2007–2009). OISTAT-International Organisation of Scenographers,Theatre, Architects and Technicians საქართვ. ნაციონალური ცენტრის ექსპერტთა საბჭოს წევრი. არის სამოცდახუთამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. კვლევის ძირითად თემას წარმოადგენს ქართვ. თეატრის მხატვრების შემოქმედება, მათი ნამუშევრების ანალიზი და მათი როლი ქართ. სცენოგრაფიის განვითარების პროცესში. აქტიურად იყო ჩართული პროექტებში. მონაწილეობდა საერთაშ. და ადგილობრივ კონფერენციებზე (ქართ., რუს., გერმ., ენებზე). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი - ავტორია სამეცნ.-შემოქმედებითი კონფერენციის, მიძღვნილი პ. ოცხელისადმი: „ტრადიცია და ნოვატორობა ქართულ სცენოგრაფიაში" (2007). კონფერენციის მასალები დაიბეჭდა საერთაშ. ჟურნ. "СЦЕНА" №4 (20.XII.2007). იყო შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოც. მეცნიერებების ფონდის სახელმწ. სამეცნ. გრანტის მონაწილე, "ქართული მხატვრობა–განვითარების ისტორია" (XV111ს–ნის ნახევრიდან–დღემდე). ჩართული იყო საქართვ. მხატვართა კავშირთან არსებულ საერთაშ. ასოციაციასთან Ars Art ერთობლივ პროექტში: ქართული შექსპირიანა (2003-2004); ქართ. სახვ. შექსპირიანა და იყო რედკოლეგიის წევრი (2004). მონაწილეობდა საქართვ. კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს ეგიდით განხორციელებულ პროექტში - კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მუზეუმში დაცული დეკორაციების და კოსტუმების ესკიზების პასპორტიზაცია და გაძეგლება. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა კურსებს ბაკალავრებისთვის: „ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება“; „ანტიკური სამყაროს ისტორია“; „შუა საუკუნეების ქრისტიანული დასავლეთის ხელოვნება“; „ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიოგრაფია“; თეატრის ისტორია“; „მხატვარი თეატრში - (სცენოგრაფიის ისტორია)“; „ქართული სახვითი ხელოვნება“; „ქართული სახვითი ხელოვნება „საბჭოთა“ რეჟიმის პერიოდში“; „ქართული ხელოვნების ისტორია“; „მსოფლიო ხელოვნების ისტორია“. მაგისტრანტებისთვის: „ტრადიცია და ნოვატორობა ქართულ სცენოგრაფიაში“; „რუსული სახვითი ხელოვნება და საქართველო XV111-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში“. თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკ-ტის ბაკავლარიატის საფეხურზე მოწვეული პროფესორის სტატუსით მიჰყავდა კურსი „ქართული ხელოვნების ისტორია“ (2012-2020).
თხზ.: ურუშაძე, თ. (2000). მხატვრის როლი ქართული სცენოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესში: XX საუკუნის 20-იანი წლები. ვ. სიდამონ-ერისთავის და კ. მარჯანიშვილის წვლილი ამ დარგის განვითარების საქმეში. თსუ. სამეცნ. შრომების კრებ. ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრა. გვ. 226-232; ურუშაძე, თ. (2000). რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებითი ურთიერთობის პრინციპები თეატრში:კ. მარჯანიშვილის თეორიული მოსაზრებები სპექტაკლის მხატვრული სახიერების შესახებ. თსუ. სამეცნ. შრომების კრებ., ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრა. გვ. 233-240. ურუშაძე, თ. (2002). ახალი ტენდენციები სცენოგრაფიაში:სპექტაკლი "ბერდო ზმანია", 1920 წ. თსუ. სამეცნ. შრომების კრებ., ხელოვნების ისტ. და თეორიის კათედრა. N4. გვ. 112-117; ურუშაძე, თ. (2011). მუდამ თანამედროვე პეტრე ოცხელი. თბ., გამომც. გრიფონი, ISBN:9789941926532.