-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
უროტაძე ეკატერინე ზურაბის ასული (13.I.1967, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახ. პოლიტექ. ინ-ტის მსუბუქი მრეწვ. ფაკ-ტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით(1991). მუშაობს თსუ-ში (1990-დან). იყო თსუ-ის არასასურსათო საქონელმცოდნეობისა და ტექნოლ. კათედრის ლაბორანტი, უფრ. ლაბორანტი, მასწავლებელი. სამრეწვ. საქონელმცოდნეობის კათედრის ასპირანტი (1990-2002). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მარკეტინგის სპეციალობით თემაზე: „სასაქონლო პოლიტიკის მარკეტინგული უზრუნველყოფის ასპექტები საქართველოში“ (2004). იყო კათედრის მასწავლებელი, დოცენტი (2000-2005), მარკეტინგის კათედრის ასისტენტი (2006-2021). ამჟამად თსუ-ის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2021-დან). გამოაქვეყნა 74 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია. არის ასოციაცია „მარკეტინგული კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი და წევრი (2001-დან). აქტიურად მონაწილეობს საგრანტო პროექტებსა და საერთაშ. კონფერენციებში.
თხზ.: უროტაძე, ე. (2004). სასაქონლო პოლიტიკის მარკეტინგული ასპექტები აბრეშუმის ქსოვილების ბაზარზე:[მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; უროტაძე, ე. (2018). ინტერნეტმარკეტინგის გავლენა მომხმარებელთა მყიდველობით ქცევაძე. თბ., უნ-ტის გამ-ბა; უროტაძე, ე. (2022). სოციალური მარკეტინგის გავლენა ქცევის ცვლილებაზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა.