-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი ბიოლოგი მეცნიერ თანამშრომელი
ურიდია რუსუდან ზურაბის ასული (13.XI.1977, სოხუმი), ბიოლოგი, ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალი (1999). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ზოგიერთი მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის ლიპოპოლისაქარიდის შესწავლა“ და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკად. ხარისხი (2010). იყო: პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2007-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-2024); უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (2025-დან); სოხუმის სახ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2011-2020); სამცხე-ჯავახეთის სახ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2013-2025); ევრ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2023-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: უჯრედული ბიოლოგია; მიკრობიოლოგია; აგრ. მეცნიერებები; გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი; მიკრობული ეკოლოგია. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული აფლატოქსინების ადსორბციის მიმართულებით სულფიდური ლიგნინისა და იონიზირებული კლინოპტილოლიტის ბაზაზე დამზადებული პრეპარატებით, გააქტივებული ნახშირითა და გრაფენის ოქსიდით. უ. რ.-ის თანაავტორობით კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნ. სტატიების სახით: „Natural waste use for mycotoxins adsorption“ (Georgian Scientists, 2022, 4(5)); „Aflatoxins Adsorption by Lignin Treated with Sodium Hydrocarbonate Using Technogenic Raw Materials“ (Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 2024, 18(2)). თანაავტორია ასევე ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების. „Erasmus+“ საგანმან. ინიციატივით მიმდინარე ReGrow პროექტის ფარგლებში გამართულ სასწ. ვიზიტით უ. რ. იმყოფებოდა საბერძნეთის ქ. სალონიკში, არისტოტელეს უნ-ტში (AUTH) და ტრისდორფში, რომელსაც მასპინძლობდა Weihensthepan – Triesdorf Univrsity (გერმანია, 2025). მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში როგორც მიკრობიოლოგი (2007-2008).