-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
უმბახი დიტერ (Umbach Dieter), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობის, ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის, ქართ. კანონმდებლობისა და სამართ. სისტემის სრულყოფისა და ქართ. სამართ. მეცნიერების განვითრებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (19.X.2007).
უ. დ.-მ იურისპრუდენციის ორივე სახელმწ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ერლანგენ-ნიურნბერგის უნ-ტში მოიპოვა უმაღლ. აკადემიური კვალიფიკაცია, რის შემდეგაც სამხარეო სოც. სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის პოზიცია დაიკავა (1987). იგი პოტსდამის უნ-ტის პროფესორია. იკვლევს შემდეგ სფეროებს: საჯარო სამართალი, ევროპ. სოც. სამართალი, ევროპ. საკონსტიტუციო სამართალი, სოც. სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.
უ. დ.-ს მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: „რადიკალები და საჯარო სამსახური“ (1981), „ჭეშმარიტი კონსტიტუციური სამართალი“ (1984), „მაიერის მცირე ლექსიკონი-პოლიტიკა, (რედაქტირება)“ (1986), „ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები“ (1992).