-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
უმაღლესი მათემატიკის კათედრა (კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი)
უმაღლესი მათემათიკის კათედრა (კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი) - თსუ-ის სტრუქტურული ერთეული (1972-2006). დაარსებიდან ერთ წელიწადში კათედრა გამოეყო ი. ვეკუას ინციატივით დაარსებულ ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრას, კიბერნატიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტზე (1971). კათედრის მიზანი იყო ფაკ-ტის სტუდენტებს ღრმად შეესწავლათ უმაღლ. მათ. კურსები, ამავდროულად კათედრაზე წარმართულიყო თანამედროვე კვლევები განზოგადებული ანალიზური ფუნქციებისა და მათი გამოყენებების მიმართულებით. კათედრის ხელმძღვ. დაარსებიდან იყო პროფ. რ. კორძაძე (1972).