ულიანოვი პეტრე
ულიანოვი პეტრე

ულიანოვი პეტრე (Ульянов Петр, 03.V.1928 – 13.XI.2006), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი, მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე, აირჩია საპატიო დოქტორად (27.III.1995).

უ. პ.-მ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სარატოვის სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტზე (1945-1950). ისწავლა ასპირანტურაში მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1953). ამავე უნ-ტში უძღვებოდა სასწ. სავალდებულო და სპეციალურ კურსებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტებისა და ასპირანტების სამეცნ. საქმიანობას.

უ. პ. იყო მოსკოვის მათ. საზ-ბის წევრი (1954), აგრეთვე, სარედაქციო კოლეგიის წევრი ჟურნალებისა: „მათემატიკური კრებული,“ „მათემატიკური შენიშვნები,“ „მოსკოვის უნივერსიტეტის მოამბე. სერია - მათემატიკა.“

უ. პ.-მ დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (1959). გახდა პროფესორი (1960), უ. პ. ხელმძღვანელობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის მექან. და მათ. კათედრას (1979-2006).

უ. პ.  არაერთხელ ესტუმრა საქართვ. და თსუ-ში წაიკითხა ლექციები.

უ. პ. რუსეთის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. აირჩიეს მათემატიკის განხრით (29.XII.1981), ხოლო შემდეგ კი - ნამდვილ წევრად (25.05.2006). იგი 160-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია.