უკლება ნოე ლუკას ძე
უკლება ნოე ლუკას ძე

უკლება ნოე ლუკას ძე (15. II. 1906, სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი-16. VII. 1979, თბილისი), ჰიდროლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1954). დაამთავრა ქუთაისის საშ. სკოლა (1925). მუშაობდა ჭიათურის მანგანუმის მაღაროებში; მსახურობდა წითელი არმიის რიგებში (1928-1932); შემდეგ პარტიულ სამუშაოზე (1932). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (1939). გაიარა ასპირანტურის კურსი (1940-1943). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდინარე ენგურის აუზის ჰიდროლოგიისათვის“ (1950). ნ. უ. მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; იყო ფაკ-ტის დეკანის მოადგილე; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მისი შრომების დიდი ნაწილი პრაქტიკული სახისაა, აღსანიშნავია მონოგრაფია „საქართგელოს წყლის რეზერვის კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში“, რ-იც მოცემულია წყლის რესურსები და მისი გამოყენება სახალხო მეურნეობაში, საქართვ. ტერიტორიის დარაიონება მდინარეთა აუზების მიხედვით და წყლის რესურსების სანიტარული დაცვა. მოცემულია წყლის რესურსების სამეურნეო გამოყენების კომპლექსური მეთოდი გამოყენებითი გეოგრაფიის თვალსაზრისით. მისი ინიციატივით მოეწყო სასწ. ჰიდრომეტეოროლ. ლაბორ. შექმნა მდ. ვერეზე.

თხზ.: უკლება, ნ. (1958). საბჭოთა კავშირის წყლის მეურნეობა: სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლებისათვის. თბ.. უნ-ტის გამ-ბა; უკლება, ნ. (1972). ჰიდრომეტრია: სახელმძღვ. გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; უკლება, ნ. (1977). საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება სახალხო მეურნეობაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა;

ლიტ.: შველიძე, ზ. (1975). თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდი სამამულო ომში, თბ., უნ-ტის გამ-ბა.; ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება, ISBN 9992806982.