-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
უგულავა არჩილ (20.VIII.1947, ქ. თბილისი). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1964-1970) და იყო ამავე ფაკ-ტის ასპირანტი (1970-1973). დღემდე მუშაობს თსუ-ში (1973-დან): დაწყებული ფიზიკის ფაკ-ტზე უმცროსი მეცნ. თანამშრომლის (1973-1979), გაგრძელებული უფრ. მეცნ. თანამშრომლის (1979-1988), დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეც.-კვლ. ლაბორ. გამგის (1988-2006), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის (2006-2007), დღემდე ამავე ფაკ-ტის პროფესორის თანამდებობებზე (2007-დან). დაცული აქვს საკანდიდატო (1974) და სადოქტორო (1988) დისერტაციები სპეციალობებით მაგნიტური მოვლენების ფიზიკა და თეორ. და მათემატიკური ფიზიკა. არის 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი მაგნიტური მოვლენების ფიზიკასა, არაწრფივ მოვლენების და კონდენსირებულ გარემოს ფიზიკაში. აქვს აქტიური სამეცნ. კოლაბორაციები მსოფლიოს სამეცნ. ცენტრებთან (აუგსბურგის უნ-ტის ფიზიკის ინ-ტთან (გერმანია), მარტინ-ლუთერის სახ. გერმანიის ფიზიკის ინ-თან, ჰაიდელბერგის უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტთან (გერმანია) და პოლონეთის ტექნოლოგიურ უნ-ტთან.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): უგულავა, ა. (თანაავტორი). (2005). სტატისტიკური ფიზიკა. ლექციების კურსი: ნაწ.1, ISBN 9992879409; უგულავა, ა. (თანაავტორი). (2017). ამოცანები სტატისტიკურ ფიზიკაში. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941131257.