• კატეგორიები:
თვარაძე ალექსანდრე რევაზის ძე
თვარაძე ალექსანდრე რევაზის ძე

თვარაძე ალექსანდრე რევაზის ძე (29.I.1974, ქ. თბილისი), ისტორიკოსი, ფილოლოგი. სწავლობდა თსუ-ში, დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე, გერმ. ფილოლ. მიმართულებით (1991-96). ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში დაამთავრა ასპირანტურა, დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე, გერმ. ლიტ-რის განხრით (1999). დაიცვა დისერტაცია თემაზე „გრაალის პრობლემა ვოლფრამ ფონ ეშენბახის ‘პარციფალის’ მიხედვით“ (2001).

სასწავლო და სამეცნ. საქმიანობით დაკავებული გახლდათ თსუ-ში, საზღვარგარეთის ლიტ-რის ისტ. კათედრაზე, შემდეგ – გერმ. ფილოლ. დეპარტ.-ში, გერმ. ლიტ-რის მიმართულებით (2000-2014). სამეცნ.-კვლ. საქმიანობას ეწეოდა აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში (2004-2014). 2018-დან დღემდე დაკავებულია სამეცნ.-კვლ. საქმიანობით, როგორც უფრ. მეცნ. თანამშრომელი თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში, შუა საუკუნეების საქართვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის განყ-ბაში. 2019-დან დღემდე არის თსუ-ის ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. ჟურნ., „ქრონოსი“ (2019) მთ. რედაქტორი.

სწავლისათვის და სამეცნ.-კვლ. საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფებოდა უცხოეთის სხვადასხვა სასწ.-სამეცნ. და სამეცნ.-კვლ. ცენტრში. საქართვ. და უცხოეთში მიღებული აქვს სხვადასხვა სასწ. და კვლ-თი სტიპენდია და გრანტი. როგორც გერმ. აკად. გაცვლითი სამსახურის სტიპენდიატი სწავლობდა ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნ-ტში (1994-1995). დაჯილდოვდა საქართვ. კულტ. ფონდის გრანტით (1998). მიენიჭა საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდია (1999-2001). როგორც ბერლინის დეპ.-თა პალატის ფონდის სტიპენდიატი, სამეცნ.-კვლ. მუშაობით დაკავებული გახლდათ ბერლინის თავისუფალ უნ-ტში, გერმ. და ნიდერლანდული ფილოლ. ინ-ტში (2001-2002). სამეცნ.-კვლ. საქმიანობით დაკავებული გახლდათ ჰანოვერის ფილოს. კვლევით ინ-ტში, როგორც გერმ. კომერცბანკის სტიპენდიატი (2002-2003). სამეცნ.-კვლ. მუშაობას ეწეოდა როგორც გერმ. აკად. გაცვლითი სამსახურის სტიპენდიატი კიოლნის უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტის თომა აქვინელის ინ-ტში (2004-2005). მიენიჭა საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდია (2005-2008). გერმ. აკად. გაცვლითი სამსახურის სტიპენდიით სამეცნ.-კვლ. მივლინებით იმყოფებოდა დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნ-ტში, გერმანისტიკის ინ-ტში (2008, 2011), ბერლინის ჰუმბოლდტის უნ-ტში, შუა საუკუნეების ევრ. შედარებითი ისტ. ინ-ტში (2010). თსუ-დან მონაწილეობდა საქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში, „იტალიასა და ვატიკანის არქივებში საქართვ. შესახებ არსებული მასალების მოძიების მეცნ. კვლევის პროექტი“ (2011-2012). სამეცნ.-კვლ. მივლინებით იმყოფებოდა ტიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნ-ტში, გერმან. კვლევითი საზოგადოების სამეცნ. კოლეგია-კვლევით ჯგუფში „მიგრაცია და მობილობა გვიან ანტიკურობასა და ადრეულ შუა ს-ებში“ (ისტ. დეპარტ.), როგორც სამეცნ. კოლეგია-კვლ. ჯგუფის და გერმ. კვლ. საზ-ბის სტიპენდიატი (2023). 

არის რამდენიმე ათეული სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. პერიოდულ გამოცემებში. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში. სამეცნ.-კვლ. მუშაობით ძირითადად დაკავებულია შუა ს-ების საქართვ. ისტ. სფეროში.