-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
თვალთვაძე გური კალისტრატეს ძე (25.X.1907, წალენჯიხა - 8.II.1970, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1930). ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში თავისსავე დაარსებულ სეისმომეტრიის განყ-ბას (1934-დან). იგი სასარგებლო წიაღისეულის სეისმომეტრიული მეთოდით ძიების ფუძემდებელია საქართველოში. მისი შრომები ეხება კავკასიაში დედამიწის ქერქის აგებულებისა და ფიზ. თვისებების შესწავლის საკითხებს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში (1945–1970). იყო საქართვ. ზოოვეტერინალური ინ-ტის ფიზიკის კათედრის გამგე (1939–1956). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1963). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1967).
თხზ.: თვალთვაძე, გ. (1950). მიწისძვრები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.; თვალთვაძე, გ. (1950). დედამიწის აღნაგობა და მისი ფიზიკური თვისებები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომც.