-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე კინომცოდნე
თვალჭრელიძე ტატა (ტატიანა) გიორგის ასული (14.VII.1940, თბილისი - 21.VI.1992, თბილისი), კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი (1963) და რსფსრ მეცნ. აკად. ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა (1971). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მსახიობი ქართულ კინოში“ (1971). მუშაობდა საქართვ. მეცნიერთა აკადემიის ფილოსოფიის ინ-ტში. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში, იყო მოწვეული ლექტორი (1972-1992). თსუ-ში დააარსა კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნ.-კვლევითი ლაბორატორია (1987), იყო ამავე ლაბორატორიის ხელმძღვ. (1987-1992). თსუ-ის მეექვსე კორპუსში ჩამოაყალიბა კინოს ფაკ-ტი (1987). თსუ-ში მიჰყავდა კურსი კინოს ისტორიის შესახებ. არის თანამედროვე ქართ. კინოკრიტიკის ფუძემდებელი. მოსკ. და პარიზის კინოსკოლების პროფესორი. მოსკოვის საერთაშ. სანდენსის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჟიურის წევრი. ჟურნ. “Искусство кино”-ს რედაქტორის მოადგილე. სამეცნ.-კვლევითი ლაბორატორიის მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა წიგნი „კინემატოგრაფიული ძიებანი“ (1989). წიგნში ავტორი განიხილავს ქართ. და საზღვარგარეთის კინოხელოვნების განვითრების სხვადასხვა საკითხს. ქართ. კინომცოდნეობისთვის ამ ნაშრომს ისტ. მნიშვნელობა აქვს, რადგან ავტორი იკვლევს თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების სტრუქტურას, განიხილავს მათ სემანტიკასა და სემიოტიკურ მხარეს. ამავე კვლევითმა ლაბორატორიამ გამოსცა სხვა კრებულიც, რ-შიც უკვე სხვადასხვა ავტორმა მსგავსი მიდგომებით განიხილეს თანამედროვე ქართ. და მსოფლიო კინო. წერილები კინოხელოვნების სხვადასხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებში. მისი ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მათ შორის საქართვ. ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი „ფილმი და რეჟისორი". მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: „სესილია თაყაიშვილი" (რეჟ. თ. ბაქრაძე, 1980); „ეროსი მანჯგალაძე" (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1983); სამეცნ.-პოპულ. ფილმი „ჯადოსნური საცერი" (რეჟ. ვ. სემიონოვი, 1985) და სხვ.
თხზ.:თვალჭრელიძე, ტ. (1964). ორი კინონოველა. საბჭ. ხელოვნება, №2, გვ. 70-72; თვალჭრელიძე, ტ. (1978). სესილია თაყაიშვილი: როგორც კინომსახიობი. თბ., საქ. სსრ სახკინოს სარეკლამო-საგამომც. განყ-ბა.; თვალჭრელიძე, ტ. (1981). სიმართლე ეკრანზე. თბ., ხელოვნება.; თვალჭრელიძე, ტ. (თანაავტორი). (1992). კინოხელოვნების პრობლემები: ენა, სტრუქტურა, სოციოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა.