თუთბერიძე მზია აკაკის ასული
თუთბერიძე მზია აკაკის ასული

თუთბერიძე მზია აკაკის ასული (15.II.1951, თბილისი), გეოგრაფი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით (1972). იმავე წელს დაამთავრა უცხო ენების საკავშ. დაუსწრებელი კურსები გერმ. ენის სპეციალობით. მუშაობდა ეკონ. გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად (1971-1972), „საქსოფლმშენსახპროექტში“ რ-ნული დაგეგმარების განყ-ბის უფრ. ინჟინრად (1972-1976), თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (1977), პარალელურად მუშაობდა საქართვ. დასაქმების ერთიანი სახელმწ. ფონდის, შრომის ბაზრის მონიტორინგის სამმართველოში ჯერ უფრ. მოადგილედ და შემდეგ უფროსად (1998-2002). გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნ. სტატია და თავები სხვადასხვა მონოგრაფიაში, რ-ბიც ძირითადად ეძღვნება ტურიზმის და მოსახლეობის გეოგრაფიას. მონაწილეობდა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტში.

 თხზ: თუთბერიძე, მ. (თანაავტორი). (2013). საქართველოს გეოგრაფია. თბ.; Tutberidze, M. (2021). The Georgian Resorts as a Basis for Wellness Tourism Development. Georgian Geographical Journal, Vol.1, No.1; Tutberidze, M. (თანაავტორი). (2022). The Physical Geography of Georgia, Springer; Tutberidze, M. (თანაავტორი). (2023). Changes in Hotel Management During the COVID-19 Pandemic and Post-pandemic Periods in Georgia. Georgian Geographical Journal, Vol.3, No.1; Tutberidze, M. (თანაავტორი). (2023). Place Branding: Assessing Local Stakeholders’ Participation in the Tskaltubo Spa Resort “Branding” Proces, Georgian Geographical Journal, Vol.3, No.2; Tutberidze, M. (თანაავტორი). (2025). The Role of Agritourism in Rural Economy Diversification: Do Georgian Farmers Fully Leverage its Potential?, Georgian Geographical Journal, N6(3).