•   ავტორი
  • კატეგორიები:
ტუსკია ირაკლი ივანეს ძე
ტუსკია ირაკლი ივანეს ძე

ტუსკია ირაკლი ივანეს ძე (22.VI.1950, თბილისი –16.II.2022, თბილისი), ინჟინერ-ელექტრიკოსი. დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახ. სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ–ტი  (1967), საქართვ. მეცნ. აკად. ასპირანტურა (1976). მუშობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის  მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში (1972–დან) ჯერ უმცროს (1973), ხოლო შემდეგ მეცნიერ–თანამშრომლად (1975). იყო კოსმოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვ. (2005); მთ. სპეციალისტი (2005). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Влияние закона сохранения момента количества движения на тектонику Земли  при ее прхождении через нейтральный слой межпланетного магнитного поля“ (Ин-т геофизики им. М. Нодиа, сб. трудов, 2015); ,,On the Connection between Annual  Variations of the Intensity  of Cala  Galactic Cosmic Rays and Changeability of Cloudiness and Air  Temperature in Tbilisi”  (Journal of  the Georgian  Geophysical Sosiety, 2016).